logo_geo
eng_logo
ბაია გადაბაძე: ეს ის რიტორიკაა, რამაც დამაყენა ჩემს გაბრაზებაზე მაღლა, ეს ზუსტად ისაა, რაც არ დამავიწყებს 7 ნოემბერს
- +

7 ნოემბერი. 2018. 14:32

 

ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

 

„აი, ასე აფასებს სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა“ 7 ნოემბერსაც და საკნების აქციასაც. აი, ასე გაიაზრეს და „შეინანეს ყველაფერი“, რასაც ჩადიოდნენ. არა, ბ-ნ გოცირიძე, ტელევიზიაში იყვნენ გულანთებული ხალხი, რომლებსაც ბენზინის ფული არ ჰქონდათ და ფეხით დადიოდნენ სამსახურში. ვინც უფრო შორს ცხოვრობდა, ღამე რჩებოდა ტელევიზიაში იმისათვის, რომ ხალხამდე მიეტანა, თუ რა ტიპის რეჟიმთან გვქონდა საქმე და რა საშიში ვნებები ამოძრავებდა მაშინდელ ხელისუფალს. სხვათაშორის, ეს ის „ძველი გვარდიაა“, დღეს რომ ძალიან საჭირო გახდა როგორც ადამიანური რესურსის, ისე ამომრჩევლის სახით. ეს ზუსტად ის რიტორიკაა, რამაც დამაყენა ჩემს გაბრაზებაზე და იმედგაცრუებაზე უფრო მაღლა, ეს ზუსტად ის არის, რაც არ დამავიწყებს 7 ნოემბერს, 26 მაისს და კიდევ უამრავ თარიღს, რომელიც თქვენი დამსახურებით ღრმად მაქვს გონებაში ჩაბეჭდილი“, - წერს ბაია გადაბაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner