logo_geo
eng_logo
გიორგი თოფურია: ის ადამიანიც მახსოვს, „ბადრის შეაგინეო“, რომ ითხოვდა და მოტეხილი ბორდიურის ქვა მესროლა
- +

7 ნოემბერი. 2018. 16:00

 

მოქალაქე გიორგი თოფურია სოციალური ქსელის მეშვეობით, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს:

 

„ორმაგად მტკივა ამ დღის გახსენება... როცა ნაცემი მამაჩემი გამყავდა ადგილიდან, უარესად გაგვისწორდნენ, ის ადამიანიც მახსოვს, „ბადრის შეაგინეო“, რომ ითხოვდა ჩვენგან და უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, მოტეხილი ბორდიურის ქვა მესროლა.

 

მახსოვს, ჩემთვის უცნობი ადამიანი, ვინც თავზე ხელი ამაფარა. დღესაც ვეძებ ამ ადამიანს, სულ მინიმუმ დიდი მადლობა რომ გადავუხადო“, - წერს გიორგი თოფურია.

 

7 ნოემბრის მძიმე პროცესები თოფურიას და მის ოჯახს უშუალოდ შეეხო, რასთან დაკავშირებითაც სოციალურ ქსელში ვკითხულობთ:

 

„ამბავი, რომელიც ბევრს არ გემახსოვრებათ. 2007 წლის 7 ნოემბერს გიორგი თოფურია ტელეკომპანია „იმედთან“ იმყოფებოდა, როდესაც დაინახა, თუ როგორ უსწორდებოდა რამდენიმე პოლიციელი ერთ-ერთ ადამიანს. ის დაგდებული ჰყავდათ და ხელებით, ხელკეტებითა და ფეხებით ურტყამდნენ. ახალგაზრდა ბიჭმა ვერ მოითმინა და აქციის მონაწილის დახმარება სცადა, ხელი ჰკრა პოლიციელებს და გადაეფარა ნაცემ კაცს.

 

გიორგი თოფურიამ მხოლოდ ამის შემდგომ აღმოაჩინა, რომ ის მამაკაცი მისი მამა იყო. ეს დღე არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს დღე არ უნდა ვაპატიოთ!“

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner