logo_geo
eng_logo
მანანა თოქმაჯიშვილი: 7 ნოემბერი არის ცხადი მაგალითი, როგორ იქცევა მშიშარა, მხდალი, უზნეო ძალა
- +

7 ნოემბერი. 2018. 17:12

 

დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„რა თქმა უნდა, ყველას უნდა გვახსოვდეს 7 ნოემბერი. უნდა გვახსოვდეს, როგორ არ შეიძლება გძულდეს საკუთარი მოქალაქეები, როგორც არ შეიძლება, დევნიდე განსხვავებულ აზრს, როგორ არ შეიძლება, დაუპირისპირდე სიმართლეს, როგორ არ შეიძლება, იძალადო...

 

დიახ, მახსოვს 7 ნოემბერი, მთელი დღე ეთერში და ღამე დარბეულ „იმედში“. თუმცა, ჩვენ, ღობესთან მიმწყვდეულ მედიას ისიც გვახსოვს, რა ძალა ჰქონდა ღობის იქით მდგარი ადამიანების საშველად გამოწვდილ ხელებს.

 

როდესაც ერთი თვის მერე რადიო „იმედი“ საცდელ მაუწყებლობას დაუბრუნდა და ჩვენ შენობაში შევედით, ყველას გაგვეცინა - „ნიღბიან ვაჟკაცებს“ მუსრი გაუვლიათ ჟურნალისტების სამუშაო მაგიდების უჯრებში გადანახული შოკოლადებისა და მშრალი ნამცხვრებისთვის. ჰოდა, მივალაგეთ სამუშაო მაგიდები, გავაგრძელეთ მუშაობა და სულ მალე მთელი საქართველო რადიო „იმედს“ გათიშული „ტელეიმედის“ ზოლიანი ეკრანიდან უსმენდა.

 

7 ნოემბერი არის ცხადი მაგალითი, როგორ იქცევა მშიშარა, მხდალი, უზნეო ძალა“, - წერს თოქმაჯიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner