logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: მე მივდივარ არჩევნებზე „ოცნების“ მხარდასაჭერად და ჩემი ოცნების გადასარჩენად!
- +

7 ნოემბერი. 2018. 17:31

 

„მე მივდივარ არჩევნებზე „ოცნების“ მხარდასაჭერად და ჩემი ოცნების გადასარჩენად!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„მახსოვს და არც არასოდეს დამავიწყდება, ამ დღეს, 11 წლის წინ, ვაკოს 10 წლის იუბილე უნდა აღგვენიშნა, მაგრამ დილით რუსთაველზე, სამსახურში მისულს რაღაც დაძაბული და აფორიაქებული გარემო დამხვდა... მერე დავინახე, თავისუფლების მოედნისაკენ როგორ წავიდა ჯავშანმანქანები, წყლის ჭავლის მფრქვეველები და უცნაურსკაფანდრიანი „მებრძოლები“... ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ეს ახალი ტექნიკის დემონსტრირება იყო და სხვა არაფერი, მაგრამ მერე ყველამ ვნახეთ წყლის ჭავლში გახვეული, თავდახეთქილი, დასისხლიანებული ადამიანები... ამ დროს ჩვენთან დაცვა შემოვარდა და მთელი სამსახური სადღაც მაღალ სართულზე სხვა ფლიგელში გადაგვიყვანა, ქუჩაში უკვე ხალხი გამორბოდა, ყვიროდნენ, იგინებოდნენ, ფანჯრებთან ფეთქდებოდა კვამლის ტყვიები, საშინელი სუნი იდგა, ზოგს თვალები ეწვოდა... ამ ორომტრიალში გამუდმებით მირეკავდა ჩემი იუბილარი და ვერ ვაგებინებდი, რომ დაბადების დღე აღარ ექნებოდა, ქუჩაში ცუდი სიტუაციაა და სახლშიც არ ვიცი, როგორ მივიდოდი... მას შემდეგ, რაც რუსთაველზე „გამარჯვებული“ ლაშქრის მხედართმთავარივით ჩამოიარა „ნამორდნიკიანმა" ივანე (მრისხანე) მერაბიშვილმა და დაბადებიდან „ნამორდნიკიანმა“ ბეგაშვილმა ( ნეტა სადაა ახლა?), სახლებში წასვლის უფლება მოგვცეს, მერე მოვლენებმა „ტელეიმედთან“ გადაინაცვლა, ეს ყველამ იცის, მაგრამ რატომღაც ყველას აღარ უნდა, რომ ახსოვდეს, მერე მოვლენები უარესად გაგრძელდა, სისხლერთხელნანახ ხელისუფლებას მეტი და მეტი სისხლი მოუნდა, იმატა კაციჭამიებმა და კაცთმოძულეობამ, „სულის ამოხდის" მსურველებმა, ადამიანები კი მუნჯდებოდნენ, ყრუვდებოდნენ, ბრმავდებოდნენ პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით... მაშინ მეც მომკლეს ისე, როგორც შეძლეს, საშინელი განსაცდელები დამატყდა ნაცხელისუფლების სახელით და ამიტომ ვერასოდეს ვიქნები ამ ძალის ან უფრო ზუსტად ძალადობის მხარდამჭერი, ამიტომ ყოველთვის ხმას მივცემ ნაცების წინააღმდეგ და ვისაც ეს სატკივარი ვერ გაუგია, ჩემიანი ვერასოდეს იქნება. მე მივდივარ არჩევნებზე „ოცნების“ მხარდასაჭერად და ჩემი ოცნების გადასარჩენად!!“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner