logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: იცით როგორ შავდება სამყარო, როცა თავიდან სახეზე, თვალებში სისხლი ჩამოგდის?
- +

7 ნოემბერი. 2018. 23:54

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში 7 ნოებერთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ისინი მოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად, თავს ესხმოდნენ ყველას ვინც გზად გადაეყრებოდათ, გადაეღობებოდათ. ისმოდა რაღაც ხმა, ზუზუნი, რომელსაც მიჰყავდი გულისწასვლამდე. ყველგან, საითაც არ უნდა გაგეხედათ, გასისხლიანებული ადამიანები ეყარნენ, ისე, როგორც, ზღვიდან ბადით ახლადამოყვანილ თევზებს ყრიან, ხოლმე, მეთევზეები გემბანზე… თქვენ იცით რა არის უჰაერობა ღია სივრცეში? თქვენ იცით როგორ გამოიყურება ცისფერი ცა, კვამლში? თქვენ იცით როგორ შავდება სამყარო, როცა თავიდან სახეზე, თვალებში სისხლი ჩამოგდის? თქვენ გინახავთ ეს ყველაფერი?არ გკითხავთ სად იყავით ამ დღეს – ყველა ვერ იქნებოდა იქ! მაგრამ ზეგ აუცილებლად გკითხავთ, სად იყავით გუშინ? და თუ თქვენ არ იქნებით იქ, სადაც დიდი სიამოვნებით ხოცავდნენ ადამიანებს… და თუ თქვენ გტკივათ ის ტკივილი, რასაც ამ ფოტოზე ხედავთ… და თუ თქვენ შეგაწუხებთ ძველი იარა, მაშინ ჩვენ თამამად შეგვეძლება ვუთხრათ ჩვენს შვილებს – ჩვენ იქ ვიყავით, სადაც იბრძოდნენ, იბრძოდნენ ისე, როგორც შეეძლოთ”, – წერ მეფარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner