logo_geo
eng_logo
თამუნა ლეფსვერიძე: საიდან მოვიდნენ ეს გაურკვეველი წარმოშობის მედიაექსპერტები?!
- +

8 ნოემბერი. 2018. 12:00

„საიდან მოვიდნენ ეს გაურკვეველი წარმოშობის მედიაექსპერტები, თავს ამდენის უფლებას რომ აძლევენ?!“ - წერს ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე სოციალურ ქსელში.

 

„17 წლიდან ვმუშაობ... ანუ 23 წელია ამ მიმართულებით ვარ... ანუ ჟურნალისტი, რა...

დავიწყე 30-ლარიანი ხელფასით და ვიმუშავე ყველგან, ტელევიზია, რადიო, გაზეთი, სააგენტო...

ეს 30 ლარი იმიტომ მახსოვს ასე კარგად, რომ ერთხელ, როცა მამაჩემს ინფარქტი მოუვიდა, ეს 30 ლარი ავიღე წინასწარ 6 თვის, რომ საავადმყოფოში დაგვეწვინა...

დავამთავრე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვიცნობ უამრავ ადამიანს და განსაკუთრებით ჟურნალისტს. ვიცი ყველა პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელსაც რამე შეუქმნია ამ სფეროში...

 

რატომ ვწერე ამდენი: საიდან მოვიდნენ ეს გაურკვეველი წარმოშობის მედიაექსპერტები, თავს ამდენის უფლებას რომ აძლევენ?! და ისე უტიფრად კითხულობენ მორალს ტელეეკრანებიდან, გეგონება ეთქმით რამე, ისე უცხოვრიათ!

 

თან პარტბილეთით რომ დადიხარ და თან ბალანსზე და გამოხატვის თავისუფლებაზე ლექციებს მიკითხავ, ერთხელაც იქნება, მოვიცლი და არ დარჩება ზოგიერთი ნასიამოვნები, მერწმუნეთ.

 

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ერთი-ორი მათგანი უნდა იჯდეს ახლა ციხეში სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით შეჭმის გამო!“ - წერს ლეფსვერიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner