logo_geo
eng_logo
„გვაპატიეთ 7 ნოემბერიო, რომ იძახიან, როცა ხელისუფლებაში იყავით, რატომ არ მოინანიეთ?“
- +

8 ნოემბერი. 2018. 12:39

 

Facebook-გვერდი „მართალი/Martali“ სოციალურ ქსელში 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

 

„2007 წლის 7 ნოემბერს, „რუსთავი 2“-ით გავრცელდა მერაბიშვილის და აზერბაიჯანის შს მინისტრის თუ მოადგილის სატელეფონო ჩანაწერი. „დუბინკები“ და გაზი შეიძლება დამჭირდესო, ვანო ეუბნებოდა. ეგ ჩანაწერი ახლა აღარსად მოიპოვება. მაშინ ისე გამიხარდა „რუსთავი 2“-ისგან მაგისი მოსმენა, ჩვენები არიან, ყველა ერთად დავდგებით და რამე გამოვა-თქო.

 

2007 წლის 7 ნოემბერი არ იყო არაფერი იმასთან შედარებით, რაც 8 ნოემბრიდან დაიწყო და 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდა. შიში, დევნა, დაცინვა, „ნაცები“ ისტერიაში შევიდნენ, პატარა გაფაფხურება და ეგრევე ხელი, „დუბინკა“, წიხლი, ციხე - არ გახარებდნენ. გვაპატიეთო, რომ იძახიან, 7 ნოემბერიო, 7 ნოემბრის მერე გეგონება, არ მიექაროთ. როცა ხელისუფლებაში იყავით, რატომ არ მოინანიეთ? მერე აღარ დაარბიეთ მიტინგები? კაცი არ ააგდეთ რუსთაველის მეტროს თავზე და დენს იპარავდაო, არ დააბრალეთ?

 

მოკლედ, არა, არა მიშას!“

right_banner right_banner
არქივი
right_banner