logo_geo
eng_logo
„დიახ, ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალში“ - სად გაქრა მიხეილ სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება
- +

9 ნოემბერი. 2018. 16:46

 

 

სოციალურ ქსელში რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ვიდეო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღიარებს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, მალევე აიღეს. ასობით ფეისბუქმომხმარებელს, რომელმაც ვიდეო გააზიარა გაუჩნდა კითხვა - სად გაქრა სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება.

 

თუმცა, ვიდეოს ნახვა სოციალურ ქსელში ამ დრომდე შესაძლებელია, რადგან უამრავი გაზიარება აქვს.

 

„სად გაქრა ის ვიდეო, ახლა და აგერ რომ გავიზიარე?“ - წერს უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი.

 

„ზუსტად 10 წუთის წინ, ჩემი მეგობრისგან, სოფიო ხორგუანისგან გავაზიარე ვიდეო, სადაც სააკაშვილი 2008 წლის ომზე ამბობს: „დიახ, ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ეს იყო რთული გადაწყვეტილებ“... კაბინეტში, ოროსანი ბავშვივით უზის კახა ლომაია და მის გვერდით, ღრიღორი (შტაბკვაწირა!!!) ომიდან დიდი ხანი არ უნდა იყოს გასული!

ეს ვიდეო, გაზიარებიდან, ზუსტად 5 წუთში წაიშალა, გაქრა ჩემი „ვოლიდან“! იგივე სტატუსი ედო სოფოსაც!

 

P.S. რას ერჩი, „ოპერატიულად“ მუშაობენ ღრიღორის „შტაბკვარწირაში“! იციან მუშაობა „კომუნისტურ პარტიაში!“ - წერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე.

 

„ცოტა ხნის უკან დავდე სტატუსი სადაც მიშა ყვებოდა, რატომ და როგორ დაიწყო ომი ოსეთში. მაგრამ ცოტა ხანში გაქრა. მარტო ვიდეო რომ გამქრალიყო, ვიფიქრებდი, რომ იმ წყარომ გააქრო ვისგანაც „გავაშეარე“, მთლიანად სტატუსი გაქრა. „იუთუბზე“ რომ ვერ ვიპოვე ის რასაც ვეძებდი, ეს დავდე. მიშას „ჩათლაშკების“ (ბოდიში) გასამხნევებლად”, - წერს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

 

„S.O.S - სოციალური ქსელებით გავრცელდა სააკაშვილის აღიარებითი ვიდეო სადაც იგი ფაქტობრივად აღიარებს 2008 წლის 8 აგვისტოს შეტევაზე გადასვლას. დადებიდან 10 წუთში ვიდეოს ჰქონდა 100 - ობით გაზიარება და ათასობით ნახვა. მიხვდნენ ნაცები და მთელი თავიანთი რუსული ინტერნეტ აქტივი აამუშავეს, ვიდეო ეხლა წაშლილია გაავრცელეთ”, - წერს facebook-მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი. 

 

„დიახ, ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხივალში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ეს იყო რთული გადაწყვეტილებ“, - ამას ამბობს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი... კაბინეტში უზის საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც... ომის შემდგომი პერიოდია... შესაბამისი ვიდეოც აიტვირთა, მაგრამ 5 წუთში წაიშალა რატომღაც...“ -წერს ჟურნალისტი ქეთი ხატიაშვილი.

 

„მართალია ინტერნეტიდან გააქრეს ეს ვიდეო „ნაცებმა“, მაგრამ „მაინც ამოგთხრით!“

აბა რას ამბობს თქვენი ნაძირალა? აბა ვიშაძე სად ზის? აბა ეხლა დაეწყვეთ და კი იცით რაც უნდა ქნათ!“ - წერს „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner