logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის
- +

10 ნოემბერი. 2018. 23:36

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლის საკითხს ეხმაურება და მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართვას:

 

„არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს. მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა“, - წერს თამარ ჩუგოშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე კარვის დადგმის მცდელობას პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner