logo_geo
eng_logo
მარი ნანა მახარაძე: კითხვაზე ,,გოგონა მის ცნობილ ფოტოზე მამაცი იყო თუ სულელი“ - მე გაგცემთ პასუხს...
- +

12 ნოემბერი. 2018. 22:21

 

 

9 აპრილის გმირი გოგონა მარი ნანა მახარაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„საოცარ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. უდიდესი მონაპოვარია ,,სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება,, თუმცა ბევრს ავიწყდება ის, რომ სწორედ 9 აპრილს ანთებული გულებით, გაბრწყინებული თვალებით, სუფთა ხელებით და ეროვნული სულით მოვიპოვეთ ყველაზე ღირებული მათ შორის რაც გაგვაჩნია- თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა!

ბატონ იურის აქვს ნიჭი და ყოფნის პროფესიონალიზმი ,,ერთი თითის დაჭერით,, შეაჩეროს წამი, თუმცა სამწუხაროდ დღემდე ვერ გაუაზრებია ქართველი ხალხის ეპოქალური მნიშვნელობა. ყველას ვერ მოვთხოვთ გმირობას და არც ქართველად დაბადების ბედნიერებაა აქვს ყველას!

კითხვაზე ,,გოგონა მის ცნობილ ფოტოზე მამაცი იყო თუ სულელი“ მე გაგცემთ პასუხს- გოგონა იყო სულელურად მამაცი, ისევე როგორც უამრავი ადამიანი, რომელიც იმ ღამეს ქვეყნის სიყვარულისთვის დაჩეხეს, დაწამლეს და გადაუარეს!!!

ისტორიას ვერავინ შეცვლის, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, რადგან გვინდა თუ არა ამ ქვეყანაში ბედისწერასავით ყოველდღე იბადება თითო გმირი!

ბატონო იური, დღეს ჩვენ ყველაფერზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მხოლოდ არა 9 აპრილთან დაკავშირებით. ეს სისხლით მორწყული თარიღი ,მუდამ თავისუფლების სიმბოლოდ დარჩება იმ გმირების სახელებთან ერთად, რომელთა ხსოვნას ჩვენ ,,შოუში“ მონაწილე ადამიანები შთამომავლობას გადავცემთ!“ - წერს მარი ნანა მახარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner