logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ფრთხილად!
- +

12 ნოემბერი. 2018. 23:14

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არჩევნების მეორე ტურში ვინც მხარს არ უჭერს სალომე ზურაბიშვილს, მისთვის სასურველია მკვლელების და მოძალადეების პარტიის - "ნაცმოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლების სათავეში.

ეს არის წყალგამყოფი!

ვინც განზე გადგება, ისიც ნაცრეჟიმის რევანშის პასიური მომხრე გახდება!

სისხლიანი ნაცსექტა საშინელი შურისძიების წყურვილით დაბრუნდება!

თვალი გავახილოთ და დავინახავთ, რომ ახლანდელი კონტრდემოკრატიული პროცესები სისხლიანი ფინალისკენ მიაქანებს საქართველოს!

ფართოდ გავახილოთ, სანამ დაგვახუჭინებენ!

პარლამენტის წევრის და პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის და მისი შვილების მიმართ გამოთქმული მუქარა ნებისმიერ ქვეყანაში დიდი განგაშის საფუძველი გახდებოდა.

ჩვენთან კი რა ხდება?!

ქალბატონი სალომეს ბრიფინგის საპასუხოდ სახალხო დამცველი გამოდის და ამბობს, მერე რა მოხდა, მეც მემუქრებოდნენო.

ხალხო, მშვიდობა გაქვთ?!

გემუქრებოდნენ და საზოგადოებას დაუმალეთ?!

როდის უნდა გავიზარდოთ?!

რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს ძალიან საშიში პროცესია და იმ ქვეყნის რეაქციული ძალებისგან იმართება, საიდანაც გადმოსხეს ვიტალი შკლიაროვის დესანტი.

დააკვირდით მის დაანონსებულ რევოლუციას და საქართველოს "სტარტაპ-სახელმწიფოდ" გადაქცევის პერსპექტივას.

ნიკა მელია ისე დაბნეული საუბრობდა ამ საკითხზე, რომ აშკარაა, ვაშაძის შტაბში და ნაცსექტაში მხოლოდ ერთეულებს აქვთ ინფორმაცია პროცესების განვითარების შესაძლებლობებზე.

ამ პროცესს სხვაგან მართავენ და ქართველი ერი მორიგი ექსპერიმენტისთვის სჭირდებათ!

ფრთხილად!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner