logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: ამდენი ხალხი რომ ხმას არ იღებთ ამ უმსგავსობაზე, ხომ არ გგონიათ, ამ ერთი კაცით შემოიფარგლებიან?!
- +

13 ნოემბერი. 2018. 11:48

 

„როდესაც ნაცისტები ებრაელებს და ბოშებს მიადგნენ, ხმა არ ამოვიღე, რადგან მე არც ებრაელი ვიყავი და არც ბოშა. როცა კათოლიკურ ეკლესიას მიადგნენ, ხმა არ ამოვიღე, მე ხომ კათოლიკე არ ვიყავი...

 

როცა მე მომადგნენ, არც აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო“, - ღირსი მამა ნეიმიულერი, ნაციზმის მსხვერპლი.

 

აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი ავრცელებს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამდენი ხალხი რომ ხმას არ იღებთ ამ უმსგავსობაზე, ხომ არ გგონიათ, ამ ერთი კაცით შემოიფარგლებიან - თუკი მართლა დაიწყეს?

 

ხვალ თითოეულ თქვენგანს მოგადგებიან სამსახურებში, ოჯახებში, აგარაკებზე, კურორტებზე!

 

თქვენ იკითხეთ და თქვენმა ოჯახებმა, თორემ მე და ჩემნაირებს არაფერი არა გვაქვს დასაკარგი - საკუთარი სიცოცხლის გარდა!

 

აი, თქვენ კი ძალიან ცუდ „პეიზაჟს“ გაყურებინებენ ესენი -

 

- თუკი დაუყოვნებლად არ მიიღებთ გადამჭრელ ზომებს და პასუხს არ მოსთხოვთ არსებული სახელმწიფო კანონმდებლობით სასიკვდილო მუქარის ავტორებსა და განმახორციელებლებს!

 

ეს არაა ხუმრობა!

 

წილი ნაყარია ამათი ხელიდან!

 

„კენჭი“ თქვენს ბოსტანში აგდია უკვე!“ - წერს ყარაულაშვილი და შემდეგი სახის ფოტოს ავრცელებს:

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner