logo_geo
eng_logo
ნატო დუმბაძე: შარვალჩახდილი მტერთან დგომა სხვა რამეა, სხვა!
- +

13 ნოემბერი. 2018. 18:41

 

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში ატოცის საოკუპაციო ხაზთან აქცია-პერფორმანსს გამოეხმაურა, სადაც „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და აქტივისტებმა სოფელ ატოცში გავლებულ საოკუპაციო ხაზთან შარვლები ჩაიხადეს.

 

„რატომ ჰგონიათ, რომ ამით ყურადღებას მიიქცევენ. ვერ ვხვდები... თითქოს იწვევენ! მეორე ტურამდე არეულობა აქვთ ჩაფიქრებული? თუ რას ემსახურება? ამას სხვა განგაში სჭირდება და არა უკანალის ჩვენება მსოფლიოსთვის!!! ვნახეთ, ომის დროს როგორ გარბოდნენ! მაშინ ჩაწევა კი არა, გავსებული ჰქონდათ შარვლები სხვა რამით! მოდიანო, გვამცნეს, შეგვატოვეს და გაქუსლეს!!! კარგით რა, მართლა!!! შარვალჩახდილი მტერთან დგომა სხვა რამეა, სხვა! და ჩვენ გულს ნუ გვირევთ, პერფორმანსი არა, კვახი!“ - წერს დუმბაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner