logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: კარგად მისმინეთ!
- +

13 ნოემბერი. 2018. 21:19

 

რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„კარგად მისმინეთ! ჩემთვის ყველს ადამიანი არის ზვარაკად შეწირული 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისთვის! არ გაბედოთ კონტექსტიდან სიტყვების ამოგლეჯა!

ცხრა აპრილი უდიდესი ტრაგედია იყო მთელი საქართველოსთვის და მისი ამბავი რეზო ჩხეიძემ და ჩვენ გავიტანეთ საფრანგეთში და ჰოლანდიაში, ჩვენს თეატრთან ერთად!

გოგი მესხიშვილმა ერთ ღამეში, სასტუმროს პატარა ოთახში შედევრები შექმნა და ყველას ვაჩვენეთ!

ჩემი შვილებიც ასე გავზარდე! ნახეთ თორნიკეს ფილმი "აპრილის სუსხი"!

ესაა ჩემი ოჯახის პასუხი თქვენს პასკვილებზე!

ენა ჩაიგდეთ, ზოგიერთმა სააგენტონტომ!

1993 წელს აფხაზეთში მე წვიყვანე 1200 ქალი ფრონტის ხაზისკენ!

არც ის მავიწყდება, ზოგი რომ გვლოცავდა და ზოგი მეძავებს გვეძახდა!

რას იზამ, ეს საქართველოა!!!!“ - წერს დოლიძე.

სამარგულიანები და ჯინჭარაძეები კი ჩემი ოჯახის წევრები არიან, ნათელი მათ ხსოვნას!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner