logo_geo
eng_logo
ლაშა ტალახაძე: შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია
- +

14 ნოემბერი. 2018. 19:04

 

 

ძალოსანი ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.

 

ამავე დროს, ტალახაძე აღნიშნავს, რომ მეტოქის პატივისცემა მნიშვნელოვანია და შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა დამამცირებელია.

 

„ჩემო ძვირფასო და ერთგულო გულშემატკივარო, მადლობა თანადგომისთვის, ჩემი წარმატებისა და სიხარულის გაზიარებისთვის.

 

თქვენი ყოველი კეთილი სიტყვა მე მაძლიერებს და ვგრძნობ მეტ პასუხისმგებლობას ჩემი საქართველოს წინაშე.

 

სიტყვას დიდი ძალა აქვს. მე ჩემ თავზე გამოვცადე კარგიც და მძიმედ მოსასმენი შეფასებები.

 

სპორტში მეტოქის პატივისცემა მნიშვნელოვანია, ჩაგვრა მიუღებელია და ეს პრინციპებია, რითაც მე ვცხოვრობ.

 

შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია. მე ყოველთვის ვიდგები სიკეთის და სიყვარულის მხარეს. თქვენი სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩემი ყოველი გამარჯვება გეძღვნებათ თქვენ და ჩემ საქართველოს", - წერს ლაშა ტალახაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner