logo_geo
eng_logo
ქეთო თევზაძე: ყველაზე ცუდი ის არის, როცა ჩვენი სახელებით ვაჭრობენ და პოლიტიკაში გვრევენ
- +

16 ნოემბერი. 2018. 16:03

 

 

დავით თევზაძის შვილი ქეთო თევზაძე აგვისტოს ომის თემაზე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

 

„ვუყურებ ამ ისტერიას თემაზე „ვინ დაიწყო ომი“ და ერთი კითხვა მებადება, სამხედროების მიმართ განსაკუთრებით: ვისაც არ უნდა დაეწყო, რა, არ იომებდით? რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის მაგას საერთოდ? როცა ომია და შენ მიწაზე მტერი მოდის, უბრალოდ იბრძვი და აკეთებ იმას, რისთვისაც ემზადებოდი - სულიერად თუ ფიზიკურად... ცუდია, თუ წავაგეთ, უფრო ცუდია, თუ ვინმემ ამის გამო განგვსჯის, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, როცა ჩვენი სახელებით ვაჭრობენ და პოლიტიკაში გვრევენ, რომელი მხარეც არ უნდა იყოს... მთავარი შეკითხვა არ არის, თუ ვინ დაიწყო ომი, მთავარი შეკითხვა სხვაა: როგორ მოვახერხეთ და 5 დღეში როგორ დავთმეთ კოდორიც და შიდა ქართლიც გაწვრთნილებმა და აღჭურვილებმა? რა ვისწავლეთ წაგების მერე და ვინმემ თუ აგო პასუხი ყველა იმ შეცდომაზე, რომელიც დანაშაულის ტოლფასია შედეგების სიმძიმით?

 

P.S. ყურაშვილის ღაღადი, სულ ცოტა, სირცხვილია და მივმართავ, ნუ გეშინიათ, თქვენ ვერაფერს დაგაბრალებენ - ისე გაიქეცით, რომ ვერ დაგეწიათ ვერავინ და ვერც გპოულობდნენ დიდი ხანი, ისე იმალებოდით...

 

P.P.S. შეკითხვა ბევრი მაქვს კიდევ და ბევრთან, თუმცა, სანამ დავსვამ, ერთს ვიტყვი - ჯარისკაცებო, მადლობა თქვენ სამსახურისთვის და მეთაურებო, გახსოვდეთ, თევზი თავიდან ყროლდება!“ - წერს ქეთო თევზაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner