logo_geo
eng_logo
„კაცი, რომელსაც ომის შემდეგ ძლივს გააგდებინეს რუსული პასპორტი და რომელიც კონცერტების გამართვას გეგმავდა რუსეთში, დემოკრატად გვევლინება“
- +

16 ნოემბერი. 2018. 18:53

 

„კაცი, რომელსაც ომის შემდეგ ძლივს გააგდებინეს რუსული პასპორტი და რომელიც კონცერტების გამართვას გეგმავდა რუსეთში, დემოკრატად გვევლინება“, - ამის შესახებ პოეტი ბესო ხომერიკი სოციალურ ქსელში წერს.

 

„კაფკას რომანში მგონია თავი. „კაგებეს“ თანამშრომელი (ვინც ცოტა მაინც აზრზეა, კოსმოსის სფეროში კაცი ვერ გაჭაჭანდება რუსეთში, მაგის გარეშე), კაცი, რომელსაც ომის შემდეგ, ძლივს გააგდებინეს რუსული პასპორტი, კაცი, რომელიც კონცერტების გამართვას გეგმავდა რუსეთში მაშინ, როცა გაცივებული არ იყო ჩვენი ბიჭების გვამები, კაცი, რომლის პიარსაც კაგებეს პოლკოვნიკის შვილი უკეთებს, კაცი, რომელიც იმ კაცის დასაბრუნებლად იბრძვის, ვისი მრჩეველი და ბიძა „კაგებეს“ გენერალია, კაცი, რომლის შვილი სამ სიტყვას ვერ ამბობს ქართულად, გვევლინება დემოკრატად და მედასავლეთედ. ამ დროს ქალი, რომლის ოჯახმა ძლივს გაასწრო კომუნისტებს, ვისმა მამამაც პრინციპულად არ აიღო ფრანგული პასპორტი და დევნილის პასპორტით დარჩა. ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაეროს თანამშრომელია. ქალი, რომელიც მაგათმა მიშამ ჩამოიყვანა საგარეო საქმეთა მინისტრად. ქალი რომელმაც თავის შვილებს, მესამე თაობის ემიგრანტებს შეუნარჩუნა ქართული ენა და რომლის კრემლის აგენტობის დასამტკიცებლად მოჰყავთ ერთადერთი გამონათქვამი, რომელსაც თავად მოაწერეს ხელი, გამოჰყავთ რუსების აგენტად. როგორ არ ვთქვა, რო ღლეები ხართ, ეს ვისაც გჯერათ? თუ არა და, დამისაბუთეთ, რომ ვცდები“, - წერს ბესო ხომერიკი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner