logo_geo
eng_logo
მიმართვა ეკა გიგაურს - ნუ წამართმევ საარჩევნო უფლებას
- +

17 ნოემბერი. 2018. 15:47

 

აშშ-ში ასოციაცია „თვისტომის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ჩხეიძე ს„აერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურს მიმართავს.

 

„ქალბატონ ეკატერინე გიგაურს:

 

ქალბატონო ეკატერინე, მინდა, გარკვეულ წილად დეტალებში გაგარკვიოთ როგორც ემიგრანტი არსებულ რეალობაში, რაც ჩვენ, ემიგრანტებს გვეხება.

 

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნა, რაც თავისთავად, ჩვენთვის იყო მოულოდნელი, მაგრამ 12 საათამდე უბნების გახსნამ ეს მომენტი შეამსუბუქა და გაგვიადვილა, ვინაიდან ემიგრანტები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა 8 საათამდე მუშაობს სამუშაო დღეებში და უნდა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება, მხოლოდ გვიან თუ შეძლებს ამის გაკეთებას.

 

თქვენი სასამართლოსადმი მიმართვით კი შესაძლოა შეგვეზღუდოს ჩვენი კონსტიტუციური უფლება. ჩემი აზრით, თქვენ, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი, იმაზე უნდა იყოთ ორიენტირებული, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევძლოთ კონსტიტუციით მონიჭებული უფლების რეალიზაცია, თქვენმა გაუაზრებელმა და ჩვენი ინტერესების გაუთვალისწინებელმა გადაწყვეტილებამ კი შეიძლება საერთოდ წაგვართვას სახელმწიფოს მართვაში და საქართველოში მიმდინარე სოც-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

 

ჩვენ ღამის 12-მდე უბნის მუშაობას ვაფასებთ, როგორც ცესკო-ს მხრიდან გარკვეულ რევერანსს და კომპენსაციას იმისა, რომ სამუშაო დღეს დაინიშნა არჩევნები და გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც გვიან ღამემდე მოუწევთ შრომა საარჩევნო უბნებზე (იმედია, მათი თავგანწირვა სათანადოდ დაფასდება), ამის საწინააღმდეგო ჩვენ ემიგრანტებს არაფერი გვაქვს, პირიქით.

 

შესაბამისად, ჩვენი მოწოდება იქნება - შეზღუდვების დაწესებისაკენ სწრაფვის ნაცვლად იზრუნეთ, რომ ჩვენ შევძლოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ჩვენი რჩევა იქნება: ჯერ დაინტერესდით ჩვენი ყოფით, აზრით, პოზიციით და ჩვენი ინტერესებითა და მოთხოვნებით და მერე გააკეთეთ მსგავსი განცხადებები.

 

#ნუწამართმევ საარჩევნო უფლებას“ - წერს ნიკოლოზ ჩხეიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner