logo_geo
eng_logo
შოთა ბეთლემიძე: მირჩევნია, სამუდამო მომისაჯონ, ვიდრე ვაშაძეს მივცე ხმა
- +

17 ნოემბერი. 2018. 20:13

 

შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი, ეროვნული გვარდიის ოფიცერი შოთა ბეთლემიძე აცხადებს, რომ სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ხმას მაინც არ მისცემს.

 

ოფიცერმა, რომელიც „ქაქუცა ჩოლოყაშვილის“ მედლით არის დაჯილდოებული, ეს სკანდალური ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

„ოხ, არ მინდოდა დამეწერა, მაგრამ 2008 წელს 5-დღიან ომში დაჯილდოებული ვარ “ქაქუცა ჩოლოყაშვილის” მედლით. მირჩევნია, სამუდამო მომისაჯონ, ვიდრე ვაშაძეს მივცე ხმა (იქაც კარგად ვიქნები, ბრალი იმას, ვისაც ეშინია. (და კიდევ არც სალომე მევასება)“, – აცხადებს შოთა ბეთლემიძე.

 

ცნობისათვის, შოთა ბეთლემიძე თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე და შემდეგ 33-ე ბატალიონებში მსახურობდა. 11 თვე ერაყში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა. ის ერაყიდან 2008 წელს დაბრუნდა, 2009 წელს კი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ შეირაღებული ძალებიდან დაითხოვა.

 

„როდესაც შეიარაღებულ ძალებში წლების მანძილზე მსახურობ, რაღაც შეხედულებების გამო, თანამებრძოლს ვერ უარყოფ. “ნაციონალურ მოძრაობაში” დღემდე ბევრი მეგობარი მყავს, ზოგთან ბავშვობის წლები მაკავშირებს და პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ვიძმაკაცო? თქვენ რომ სხვა შეხედულება გქონდეთ, მე – სხვა, ქუჩაში რომ შეგხვდეთ, არ უნდა მოგესალმოთ და მოგიკითხოთ? მოკლედ, უნდა დაგიჭირო და სამხრეები აგხსნაო, – შემომითვალა ახალაიამ. ავდექი და ვარსკვლავები ამოვისვირინგე მხრებზე, – აი, აქედან ხომ ვეღარ ამხსნი-მეთქი?

 

ყველანაირად “დამბლოკეს”. პირველ ბრძოლაში შემახვედრეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელს. აშკარად მოვუგე, ამერიკელები ჩემკენ იშვერდნენ ხელს, ამან მოუგოო, მაგრამ ჟიურიში კონსტიტუციურის უფროსიც იჯდა და ფრე მოგვცეს. საზღვარგარეთ 2 ბრძოლა უნდა ჩამეტარებინა და არც იქ გამიშვეს, ბოლოს, სავარჯიშო დარბაზშიც არ მიშვებდნენ, ბოდიში მომიხადეს და მითხრეს, ძალიან გვაწუხებენ შენ გამოო… მანამდეც სულ ფორმაში ვიყავი, მაგრამ მერე, მათ ჯიბრზე, დავიწყე უფრო ინტენსიური ვარჯიში და შერეულ ორთაბრძოლებში მონაწილეობა“, – ამონარიდი შოთა ბეთლემიძის ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ “გზაში” 2018 წელს დაიბეჭდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner