logo_geo
eng_logo
ნუკა არველაძე: მჯერა, რომ არჩევნებს ყველა ერთად საქართველოს სასარგებლოდ ვიზეიმებთ
- +

17 ნოემბერი. 2018. 21:24

 

„მჯერა, რომ არჩევნებს ყველა ერთად საქართველოს სასარგებლოდ ვიზეიმებთ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნუკა არველაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მჯერა ქართველი ხალხის სიბრძნის.

მჯერა და ამიტომ ამას რომ შეეგუოს ყველა კარგი იქნება ძვირფასო ოპონენტებო!

ცხოვრება გრძელდება, წარმოიდგინეთ და არჩევნების მეორე დღესაც და შემდგომ მოგიწევთ მიიღოთ ის რეალობა რასაც ჩემი საქართველო ქვია.

დავიწყებას მიეცემა თქვენი ღვარძლი, მუქარა, შური, ფსიქოლოგიური თავდასხმები. ამისთვის ახლაც არ უნდა გვეცალოს.

თქვენ არა დამნაშავე ისაა ვინც თქვენ გიყენებთ, გაგიჟებთ და აბსურდში გარწმუნებთ! სწორედ მათ უბადრუკ თავებზეა რომ თქვენ აიშვით და ზოგ ზოგიერთი ვერ ამუხრუჭებთ!

28 ნოემბერს მე შემოვხაზავ 48.

და თქვენთან ერთად ვიზეიმებ ქართველი ქალის პრეზიდენტობას!!!

ნუ გამოაყენებინებთ თავს მათ ვინც მზადაა შენც კი მისი მხარდამჭერი მოგკლას და შენი სისხლით იხალისოს, ხელები იფშვნოტოს, გაიხაროს და შენი ოჯახი უპატრონოდ დატოვოს!

ამიტომ, გაუფრთხილდი საკუთარ თავს და სიცოცხლეს“, - წერს არველაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner