logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: გურამ შარაძის შვილსაც მემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, სულ 2 თვის წინ და...
- +

18 ნოემბერი. 2018. 00:24

 

 

„სახალხო ლომჯარიამ რაო, მეც მემუქრებოდნენ თვეების წინ სიცოცხლის მოსპობით, რა უჭირს მერე, რა არის ამაში ახალიო? მაინც როგორ აქვთ გამჯდარი, სისხლში და ხორცში, ინსტიქტების დონეზეც კი, რომ კრიტიკულ მომენტში, გადაეფარონ მანიაკს და მის ბანდას. თან მარტო თვითონ რომ იციან ხოლმე და სხვა ვერ ხვდება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გურამ შარაძის შვილსაც მემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, სულ 2 თვის წინ და ლომჯარიასგან განსხვავებით, იმ წუთასვე გავასაჯაროვე. სახალხო დამცველს, როგორც ჩანს, არ გაუგია. არც ის სმენია, როგორ ამოწყვიტეს ჩვენი ოჯახი, ცოცხლად გაანადგურეს გიორგი ბარათელი და როგორ ვჭიდაობ დღემდე მთელ სახელმწიფოსთან.

 

ვინმემ რომ ჰკითხოს, დარწმუნებული ვარ, უპასუხებს, არ მოუმართავს ჩვენთვისო.

 

ჭკვიანი დაიბადა და რა ჰქნას?!

თან უკვე სახალხოა“, - წერს შარაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner