logo_geo
eng_logo
თეიმურაზ კვირკველია: სისხლიანი მიშასა და ბენდუქიძის წყალობით, შავ ზღვაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ფლოტი არა ჰყავს
- +

20 ნოემბერი. 2018. 15:50

 

ჟურნალისტი თეიმურაზ კვირკველია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სისხლიანი მიშასა და ბენდუქიძის წყალობით, 2007 წლიდან შავ ზღვაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ფლოტი არა ჰყავს.

 

აუცილებელია, ხელისუფლებამ შეისწავლოს საკითხი და დადოს დასკვნა - „ნაცების“ მმართველობის დროს სად და როგორ გაქრა ფლოტი და ვინ შეიტყაპუნა ასეულობით მილიონი აშშ დოლარი.

 

„ნაცმა“ ჟურნალისტებმა ეს საკითხი იქნებ ვაშაძესთან და სისხლიან მიშიკოსთან გაარკვიონ.

 

არჩევნების შემდეგ სახელმწიფოს ან კერძო კომერციული ინსტიტუტების პატრონაჟით, უნდა ჩამოვაყალიბოთ სააქციო საზოგადოება და აღვადგინოთ საქართველოს საზღვაო ფლოტი.

 

არ უნდა დავივიწყოთ, რომ სისხლიანი მიშას ხელისუფლებამ სამი ათასზე მეტი მაღალკვალიფიციური მეზღვაური უმუშევარი დატოვა“, - წერს კვირკველია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner