logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: დამშვიდდით და გონს მოეგეთ, მალხაზ!
- +

5 დეკემბერი. 2018. 15:51

 

თეა ფირცხალავა თემირლან მაჩალიკაშვილის მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სისხლი სისხლის წილო“ , ასე გამოუვიდა ერთ-ერთ შვილმკვდარ მამას, როდესაც განაცხადა - „სისხლით უნდა გავაცილოთ ადამიანები, ვინც ხელისუფლებაში არიანო“.

 

ბატონო მალხაზ, არ შეგეფერებათ ასეთი მოწოდებები!!!

 

რა მაგალითს აძლევთ სხვა ახალგაზრდებს, სხვის შვილებს?!

 

ვაითუ დაგიჯერონ და გამოგყვნენ ქართველების და არაქართველების დასასისხლიანებლად?! ნუთუ სხვა მშობლების გაუბედურებით გაბედნიერდებით?! თუ უბრალოდ, გულს მოიფხანთ? გავიგეთ, რომ „ოცნება“ გეზიზღებათ და მიშა გიყვართ, მაგრამ რა პასუხს სცემთ არამიშისტ მშობლებს?

 

აქვე გეტყვით, რომ მეც „წამივიდა“ ვაჟკაცი და ამიტომ თავს უფლება მივეცი, თქვენთვის მომემართა. იმ ქალბატონის ქმარ–შვილს, ვის გადასარჩენადაც ჩემი ირაკლი დაიღუპა, კარგა ხნის მანძილზე სახლში ვმასპინძლობდი, ვეხმარებოდი, იქით ვამხნევებდი და არასოდეს დამიდანაშაულებია ჩემი ბიჭის გარდაცვალებაში.

 

მესმის თქვენი და ვიზიარებ თქვენს ტკივილს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი „სილამაზე“.

 

დამშვიდდით და გონს მოეგეთ, მალხაზ. „ლამაზად“ და კაცურად იტირეთ თქვენი ვაჟკაცი. სისხლისღვრისკენ მოწოდებას არც ქისტები მოგიწონებენ, ამის მწამს და მჯერა!!!

 

პატივისცემით, თ.ფ.“ - წერს თეა ფირცხალავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner