logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: კიდევ ერთი მაგარი ამბავი...
- +

16 დეკემბერი. 2018. 18:09

 

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კიდევ ერთი მაგარი ამბავი, პრაქტიკულად გადაწყდა თიანეთი-ჭურჭელაურების, ჟებოტა-ახალსოფლის, ზარიძეები-ჯიჯეთის გზების მოასფალტების, თიანეთის კულტურის სახლისა და ჟებოტის საბავშვო ბაღის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხების გამოყოფის საკითხი!

 

დიდი მადლობა მთავრობას, თვითმმართველობისა და ინფრასტუქტურის მინისტრს ქ-ნ მაია ცქიტიშვილს და მის პირველ მოადგილეს ბ-ნ ილია ბეგიაშვილს!

 

ასევე, გუბერნიისა და მერიის შესაბამის სამსახურებს, დოკუმენტაციის უმოკლეს ვადაში მომზადებისთვის!

 

შეკითხვებზე, რა დააშავა სხვა სოფლებმა, გიპასუხებთ რომ არაფერი, ზოგგან უკვე კეთდება, ზოგანაც მომავალში გაკეთდება ბევრი სასიკეთო საქმე!

 

ახლა მთავარია, მე და თიანეთის კეთილის მსურველებს სიხარულისგან, ხოლო ზოგიერთებს ბოღმით, არ გაგვისკდეს გულები!“ - წერს მეჭიაური.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×