logo_geo
eng_logo
ნოდარ ბურდილაძის და: რომ არა კახა საბანაძის გვერდში დგომა, წამალი, რომელიც წყვეტდა ჩემი ძმის სიცოცხლეს, ჩვენამდე ვერ მოაღწევდა
- +

22 დეკემბერი. 2018. 17:15

 

 

ონში დაჭრილი ნოდარ ბურდილაძის და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან გთხოვთ ყველას, თავი შეიკავეთ ჩემი ძმის თემის საზოგადოებისთვის სათავისოდ, არასწორად მიწოდებისაგან. რაც შეეხება ემზარ საბანაძეს, ჩვენ ჯერ არ ვიცით, რატომ დაიგვიანა რეანიმობილმა, რადგან ამისთვის ვერ მოვიცალეთ. ისევ ვიბრძვით ნოდოს სიცოცხლისთვის.

 

ერთი კი ვიცი: წამალი, რომელიც წუთებში წყვეტდა ჩემი ძმის სიცოცხლეს, რომ არა ბატონი კახა საბანაძის გვერდში დგომა და მის მიერ ჩვენი ტკივილის გულთან მიტანა, ჩაკეტილი გზის გამო, ჩვენამდე ვერ მოაღწევდა.

 

ის ფეხით გადმოიტანეს უღელტეხილზე პოლიციელებმა. უმადურობაა ამის არდანახვა. უმადურობა კი ყველაზე ცუდ თვისებად მიმაჩნია პირადად მე.

 

ასევე მადლობა თქვენ, ჩემი ნოდოს თანაპარტიელებო. მტკივა ამ ამბავში მხარეთა მინიშნება… მაპატიეთ ტონი… მე თქვენ მიყვარხართ, ადამიანებო“, - წერს ნოდარ ბურდილაძის და.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×