logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: მოვა დრო და სალომე სამადაშვილი პასუხს აგებს ამ ქმედებისთვის!..
- +

22 დეკემბერი. 2018. 19:46

 

მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილისა და ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის facebook-პოსტებს აქვეყნებს:

 

„სალომე სამადაშვილი არ იყო უბრალოდ ელჩი, ის იყო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების „გამპრავებელი“ დიპლომატი, რომელიც საქართველოს სახელით დანაშაულებრივ სისტემას ხელს აფარებდა. კარგად მახსოვს, ბრიუსელში დოკუმენტური ფილმების პრეზენტაციას ვაწყობდით და წინა დღეს, სამადაშვილის დავალებით, ყველა ევროდეპუტატმა და ქართველმა ემიგრანტმა მიიღო მესიჯი: „არ დაესწროთ ამ ღონისძიებას, მას საქართველოს მტრები მართავენ“. დრო მოვა, სამადაშვილი პასუხს აგებს ამ ქმედებისთვის. აქამდეც უნდა ეგო პასუხი, მაგრამ... მიზეზები ცნობილია“, - წერს ირმა ინაშვილი.

 

„წინა დღეს sms-ბი დააგზავნეს და ფილმის ჩვენებაზე საერთოდ მოგვივარდნენ. ევროჩინოვნიკები რა გაოცებულები იყვნენ? რა უნდათ ამ ველურებსო?“ - წერს გიორგი ფოფხაძე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner