logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: სადამდე მივედით, ხედავთ?
- +

26 დეკემბერი. 2018. 12:01

 

„საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სადამდე მივედით, ხედავთ? კორუმპირებული უგულავა აქეთ ნიშნისმოგებით, მისი ხელისუფლების და პარტიის მოსამართლეებზე ცინიკურად გველაპარაკება. ესაა წარმოუდგენელი სირცხვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, იმედი მაქვს, პარლამენტი არ დაამტკიცებს ამ სამარცხვინო მოსამართლეს (დიმიტრი გვრიტიშვილი) მუდმივი ვადით უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ეს უგულავას სიტყვებია:

 

„ადეიშვილი დაბრუნდა მთავრობაში? რამე გამომრჩა? თუ ეს ხალხი დაამტკიცა პარლამენტმა, თანაც უვადოდ, სასამართლო მონსტრების კორპორაციად საბოლოოდ გაფორმდება. აღარც ბიძინა იქნება, აღარც მიშა, არც გრიშა და არც გიგი. ეს მონსტრები კი შთამომავლობას გააწამებენ. ამისთვის ითხოვა ივანიშვილმა ერთი წელი?! „ოცნება“, ძველი გვარდია, გაიღვიძეთ, დეპოში ხართ“.

 

უმორჩილესად გთხოვთ, არ დაამტკიცოთ ეს სირცხვილი სასამართლოში და პირობას ვდებ, ამ კორუმპირებულ ბიუჯეტის ვირთხას კიდევ არაერთხელ ჩავასხმევინებ ბენზინს“, - წერს დაჩი ცაგურია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner