logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: თქვენი კარიერა სისხლიანია და მას არასდროს მოასვენებს, სანდრო გირგვლიანის სული!
- +

28 დეკემბერი. 2018. 03:01

 

სააპელაციო სასამართლოში უვადოდ არჩეულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ზურაბ ადეიშვილს და ვანო მერაბიშვილს არ იცნობს, ხოლო საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სულ ორჯერ შეხვედრია. მურუსიძის აღნიშნულ განცხადებას ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„აბა რაა... არ იცნობდა ლევან მურუსიძე, არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს და მითუმეტეს, მიშა სააკაშვილს.. სულ რაღაც, ორჯერ თუ შეხვედრია მას, თურმე...ეს საწყალი ბიჭი, რა დაჩაგრული ყოფილა, თურმე მიშას დროს და გირგვლიანის მკვლელობის საქმის მოსამართლეს, მხოლოდ ორჯერ შეხვდა მიშა, მაშინ როცა გირგვლიანის მკვლელების ლობი და მფარველი, თავად პრეზიდენტი სააკაშვილი გახლდათ, თანაც ბოლომდე...

 

გირგვლიანის მკვლელები ხომ მიშამ შეიწყალა, სანამ პოსტს დატოვებდა?!... ახლა გამოდის, ეს ურცხვი ადამიანი და საჯარო განცხადებას აკეთებს... მიშას დროს აყვავებულ-აშენებული ლევან მურუსიძე, უარყოფს, მწამებელ ნაციონალებთან ურთიერთობას...

 

დავუშვათ, დაგიჯერეთ რომ არ იცნობდით, სააკაშვილსა და ადეიშვილს, მაგრამ, ის მაინც თქვით კაცურად, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსი რომ ააშენეთ, ერთი წლის წინ, ვინ და რომელმა მთავარმა არქიტექტორმა მოგცათ კერძო დასახლებაში, უზარმაზარი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა???... ისიც თქვით, რამდენი გადაუხადეთ მთავარ არქიტექტორს, ამბობენ ფულის ფასად დაუმტკიცეს მურუსიძეს ეს პროექტიო და განმარტეთ თუ შეიძლება, არის თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე?... ასევე, ცნობილი ხდება რომ ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე კორპუსი თქვენ გეკუთვნით და ის ანზორ აბრალავას საკუთრებაზეა აშენებული. მიწის მეპატრონე აბრალავაა და თქვენ ბატონო ლევან, თურმე მასთან, ნათესაობა გაკავშირებთ და მისი სიძე ბრძანდებით. კორპუსი თქვენი ფინანსებით აშენდა და აბრალავას სახელს ხართ ამოფარებული, მოსამართლე კაცი. ბატონ ანზორს, მთელმა ქალაქმა იცის რომ კორპუსის მშენებლობისთვის ფინანსები არ გააჩნია და მრავალსართულიანი კორპუსის მესაკუთრე, თურმე თქვენ გახლავხართ... წყაროზე თქვეს ამ დილით და ამაზე ლაპარაკობს მთელი ქალაქი...

 

ისე, ხსენებული მიწის ნასყიდობის შესახებ, თავადვე ვარ ინფორმირებული და მეპატრონე, ვერ უარყოფს, ვისგან და როდის იყიდა ეს მიწის ნაკვეთი... ისე, გაგვარკვიეთ ვინ ხართ თქვენ, მოსამართლე თუ მშენებლობის ბიზნესში, აქტიურად ჩართული დეველოპერი?... იქნებ ამაზეც გვიპასუხოთ და ბოლოს, არასდროს დაიჯეროთ ის, რომ რადგან მუდმივი ვადით აგირჩიეს მოსამართლედ, თავი ქუდში გაქვთ და ყველაფერი ხახვივით შეგრჩებათ...

 

თქვენ, ბატონო ლევან, გინდათ თუ არა, საზოგადოების მიერ დასმულ, ყველა კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა .. დიახ, ნამდვილად ასე იქნება, მართლა შავ დღეს დაგაყრით, იმ ურცხვი და უნამუსო განცხადებებისთვის, თითქოს თქვენ არ იცნობდით თქვენი მოსამართლეობის პერიოდში ნაც-ჯალათებს და მათგან არ იღებდით მითითებებს.. ჩემი აზრით, თქვენ ერთი ამბიციური და გაუმაძღარი ჩინოვნიკი ხართ, რომლის მუცელიც არასოდეს არ ამოივსება ისე, რომ ეს თქვენ გეყოთ... თქვენ ხართ უნამუსო და სინდის გარეცხილი ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გაფუჭებით გაიკეთა კარიერა... თქვენი კარიერა სისხლიანია... თქვენი სინდისი და სული, მუდამ დამძიმებული იქნება და მას არასდროს არ მოასვენებს სანდროს სული!

 

უფალმა გაპატიოთ, მაგრამ მე არ მინდა ჩემი ჯიბიდან გადავიხადო თქვენი ხელფასი მუდმივად... მე პირადა მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებმა ვინც თქვენ აგირჩიათ, მთელი ერი შეურაცხყვეს და მათ შორის მეც შეურაცხყოფილი ვარ...

 

ამ ახალ წლებს დაგაცდით ბატონო, ჭამეთ გოჭი და საცივი, გოზინაყი და ჩურჩხელა, ისედაც, სახეზე ფერი არ გადევთ და იქნებ ცოტა ჯანზე მოხვიდეთ... აი, ნაახალწლევს კი ჩვენ ყველას, თქვენთან გვექნება უამრავი შეკითხვა... ახლა კი ერთი რეალური აზრი მიტრიალებს თავში და ვიტყვი, თქვენ მუდამ იყავით, ხართ და იქნებით, მამალი, პირწავარდნილი ნაციონალი, თქვენი გამოსწორება და საშველი არ იქნება, თქვენ დაიბადეთ და დარჩებით ნაციონალად!“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×