logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: 22 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დაწყებულმა ომის შემზარავმა ქარბორბალამ გალის ქუჩამდეც ააღწია...
- +

28 დეკემბერი. 2018. 12:59

 

„22 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დაწყებულმა ომის შემზარავმა ქარბორბალამ გალის ქუჩამდეც ააღწია, პრეზიდენტის სულიერი გატეხვის მიზნით პუტჩისტებმა შეიარაღებული იერიში მიიტანეს კოლხურ კოშკზე და პრეზიდენტის ოჯახზე...“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი შონია და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ორი საშინელი თავდასხმა იქნა მოგერიებული, კოშკის დამცველებთან ერთად იდგნენ გალის ქუჩის მოსახლეობაც და რამდენიმე მეზობელიც კი დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღით....ზვიად გამსახურდიამ 6 იანვარს (1992წ) ისე დატოვა მთავრობის სასახლე და საქართველო რომ აღარ მოტრიალებულა საკუთარ სახლში... კოშკი ორი თვის განმავლობაში იძარცვებოდა და შეიარაღებულმა კრიმინალებმა ეზო-კარი სარბიელად აქციეს, ამასაც არ დასჯერდნენ და ცეცხლგამჩენი ყუმბარები ესროლეს! იფერფლებოდა დიდი კლასიკოსის ხელნაწერები „დავით აღმაშენებელი“ „დიდოსტატის მარჯვენა“, „მთვარის მოტაცება“ გრიგოლ რობაქიძის ნაჩუქარი მალაქიტის ბუხარი და ლადო გუდიაშვილის მოხატული ჭერი... ქართველმა ერმა იმით გამოხატა თანადგომა, რომ კოშკის ცეცხლისგან გაშავებულ კედლებზე ათასობით წარწერა გაჩნდა, საქართველოს თითქმის ყველა კუთხის წარმომადგენელი აწერდა თავის გულისთქმას! ზვიად გამსახურდია ისე წავიდა ამ ქვეყნიდან თვალი არ შეუვლია გადამწვარი კოშკის კედლებისთვის... ზვიადი ვეღარ მოესწრო (არ მისცეს უფლება) კოლხურ კოშკში დაბრუნებულიყო... 2007 წელს მისი მრავალტანჯული ცხედარი დაუბრუნდა სახლ-კარს და საქართველოს, კოშკში კი ენით უთქმელი მწუხარების დღეები იდგა, მოსამძიმრეთა უწყვეტი ჯაჭვი იმის მაჩვენებელი იყო, რაოდენ ძვირფასი გახლდათ და არის ზვიად გამსახურდია ქართველი ერისთვის... მარტის თვე იყო, ათოვდა კოლხური კოშკის ეზოს, ათოვდა დიდი კონსტანტინეს საფლავს, ათოვდა ამ გადიდებულ ფოტოზე მყოფ ზვიად გამსახურდიას ფერმკრთალ სახეს...

 

p.s. ბევრჯერ ამივლია გალის ქუჩა... ბევრჯერ შემიღია კოლხური კოშკის კარიც... მაგრამ ამაზე სხვა დროს...“ - წერს შონია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner