logo_geo
eng_logo
სოსო ვაშაკიძე: პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ბათუმის მოვლენების გამეორება, უნდოდათ, მაგრამ...
- +

31 დეკემბერი. 2018. 14:39

 

Facebook-მომხმარებელი სოსო ვაშაკიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„2018 წელი, მძიმედ საინტერესო იყო, თავისი უცნაური, მოულოდნელი გამოწვევებით. ჯერ კიდევ 3 ივნისს ვწერდი, ოთხ შედეგზე ორიენტირებულ მინისტრზე: ცქიტიშვილი, გახარია, ბახტაძე, კახიშვილი. ერთი პრემიერია, ხოლო ორი - ვიცე პრემიერი. კახიშვილი კი ჯერ დაუფასებელია. ჩვენს სამშობლოს არც ამ წელს აკლდა შიდა თუ გარე მტრები. იმდენად დუნედ და კუს ნაბიჯებით მიმდინარეობს ადამიანთა, ვითომ მოღვაწეების ლუსტრაცია, რომ მეც, რომელიც ხმამაღლა ვყვირი კანონის მიღებაზე, შეიძლება ცოტა ხნით თავი შევიკავო, რადგან 2011 წლის ცნობილი წერილის შემგომ და განსაკუთრებით 2018-ში პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებამ, ბევრს თავისი სახე სარკეში დაანახა და ნიღაბი ჩამოხსნა. ლუსტრაცია, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ბუნებრივად მიმდინარეობს, მართლაც უნიკალურია.

 

მიმდინარე წელმა ორჯერ ჩატარებულმა არჩევნებმა, ზედაპირზე ამოატივტივა, არა მარტო სხვადსხვა კალიბრის მოექსპერტო ელემენტები, არამედ ის ძირეული პრობლემები, რომელიც მმართველობაში აქვს ქვეყანას. განსაკუთრებით სუსტია და თითქმის მოშლილია ვერტიკალური მართვა, უდიდესი შეცდომაა არჩეული გამგებლები, ამავე დროს რომ ითავსებენ პარტიის თავმჯდომარეობას. ყველა რაიონში, ქალაქში და დაბაში მოიძებნება, სუფთა წარსულის კადრები, რომლებიც კარგად გაუძღვებიან პარტიულ საქმიანობას და არა მეურნეობას, რომელზეც პასუხისმგებელია ადგილობრივი მმართველობა, იქ კი უმრავლესობა პორტირებულია, მოცემულ რეალობაში შუაშისტობა კი, დამღუპველია. არცერთ მაჟორიტარ დეპუტატს არ აწყობს ძლიერი გამგებელი და ავტორიტეტული გუბერნატორი. ყველა დიდი უწყების, კომპანიის ხელმძღვანელმა იცის საკუთარი  თანამშრომლის პოლიტიკური სიმპათიები, ისინი პატივს უნდა სცემდნენ სხვის აზრს და არ უნდა ზღუდავდეს თავის არჩევანში. მაგრამ დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდამჭერი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მოგიწყოს საბოტაჟი უწყებაში, კომპანიაში, რაიონში, განსაკუთრებით ქვედა რგოლებში, სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდნენ საპასუხისმგებლო პოსტებს. არ მითხრათ, ხელის ხლება არ შეიძლება, პროფესიონალები არიანო. არც პროფესიონალები არიან, არც სამშობლო უყვართ, ჩაბუდებული, ჩასაფრებული, საბოტაჟის ოსტატები არიან, მათი ხელმძღვანელები კი შუაშისტები, რომლებიც პირველი ტურის წინ აცხადებდნენ, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულობაზე მათთვის არავის უთხოვია. საინტერესოა ამდაგვარმა შუაშისტებმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ვის მისცა თავისი ხმა?

 

აუცილებელია კომისიების ყველა დონეზე შეცვლა, ხოლო ახალ შემადგენლობას ჭირდება სერიოზული მომზადება, პასუხისმგებლობა აღნიშნულ საკითხზე უნდა აიღოს მმართველმა ძალამ. ვერავინ ვერასდროს ვერ დამარწმუნებს, რომ ნაცბოზბანდამ 40% აიღო, რომ არა მათი გაწვრთნილი კომისიის წევრები უბნებზე, სულ სხვა შედეგი იქნებოდა.

 

2018 წელი ისევ სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში იწურება, მოგმართავთ ჟურნალისტებს, რაც საზოგადოებას აინტერესებს 2012 წლის არჩევნების შემდგომ საქართველოს პროკურატურაში, მოწვეული იყვნენ მსოფლიოს ცნობილი იურისტები, თუ იცის ვინმემ, რა შედეგი მიიღო ქვეყანამ ან სად არიან ან რა დაჯდა მათი იქ ყოფნა, მოძებნეთ, სადმე სარდაფში ხომ არ ჰყავს ვინმეს დამალული.

 

არც ამ 2018 წელს იყო ახალი ადამიანთა უმადურობა, ნაცბოზბანდელთა შეტევა ყველა სახელმწიფო სტრუქტურებზე პირდაპირ თუ „ცრუ 2“-ის ტელევიზიით, უნდოდათ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, თელავში ბათუმის მოვლენების გამეორება, მაგრამ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა სათანადო სიმაღლეზე იდგა.

 

წლის ბოლო მოვლენებმა სასამართლო და საპარლამენტო ხელისუფლებაში სახტად დატოვა საზოგადოების ნაწილი, მე პირადად „რეფორმატორები“ და შევარდნაძე გამახსენდა, თუმცა განსხვავება დიდია, დღევანდელ ვითომ რეფორმატორებს არ ჰყავთ ჟვანია, თუმცა ადეიშვილის სკოლა კი აქვთ გამოვლილი.

 

დაბოლოს, ბატონო ბიძინა, ჩვენ ერთი თაობის ვართ, შესანიშნავი ახალგაზრდობა მოდის, მაგრამ გამოცდილება ასაკის მატებასთან თანმხვედრია, ჩვენ თაობას კი, კიდევ ბევრი აქვს სამშობლოს საკეთილდღეოდ გასაკეთებელი.

 

იმედი ყველაზე უცნაური რამეა, ყოველ წელს და მითუმეტეს ახალ წელს ახლი იმედი გიჩნდება ადამიანს და ალბათ, როგორც ყველას, მეც მაქვს იმედი, მრავალს ახალ წელს ჩემო მკითხველო და მსმენელო მეგობრებო!“ - წერს ვაშაკიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner