logo_geo
eng_logo
„ქართულ ოცნებაში“ შეხვედრას ეკა ბესელია არ დაესწრება
- +

3 იანვარი. 2019. 10:58

 

 

პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაგეგმილ შეხვედრას ეკა ბესელია არ დაესწრება. ამის შესახებ ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

 

„ახლა არ ვარ საქართველოში, 6-ში ვბრუნდები და ყველას, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული, პირადად მზად ვარ, ღიად და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი, რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოყვეს. არ მინდა, სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს. მეღიმება მაინც, ეს რამ მოაფიქრათ“, - წერს ეკა ბესელია.

 

დღეს ფრაქცია ქართული ოცნება“ სხდომას გამართავს. სხდომას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

 

არსებული ინფორმაციით, განხილვის თემები სხვა საკითხებთან ერთად იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია და ზოგადად იუსტიციის საბჭოში შექმნილი ვითარება იქნება. ასევე განხილული იქნება ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, სადაც კოლეგებმა ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner