logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: სინამდვილის შეგნებულ დამახინჯებაზე საშინელება არაფერია
- +

4 იანვარი. 2019. 02:25

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

ჩემო მეგობრებოარ მინდოდა ახალ წელს არასაზეიმო თემაზე საუბარი, მაგრამ მომიწევს და უნდა მაპატიოთ. ტყუილზე, სიცრუეზე, სინამდვილის შეგნებულ დამახინჯებაზე საშინელება არაფერი არ არის, თითქოს არაფერია, ავის მზრახველი თავისი ნებით თუ სხვისი დაკვეთით (ჩემს შემთხვევაში, ეს უკანასკნელი მგონია უფრო) დაწერს შენზე დამახინჯებულ, დასახიჩრებულ ამბებს და საკმარისია, ამ ტყუილზე განმარტებას გააკეთებ, რომ ნებსით თუ უნებლიეთ თავის მართლება გამოგდის მაშინ, როდესაც ცამდე მართალი ხარ, რაც ცუდია ძალიან. დღეს ერთ-ერთმა სააგენტომ, ჩემი შემოსავლების შესახებ გაავრცელა დეზინფორმაცია და ტყუილი. ძალიან მინდა ვიფიქრო, რომ საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან, ვიდრე შეგნებულ ტყუილთან. როდესაც ჟურნალისტი შეძენილ ნივთზე მიუთითებ მხოლოდ და არ აღნიშნავ, რომ ეს ნივთი, ბანკიდან აღებული იპოთეკური კრედიტით იქნა შეძენილი, რომელიც 15 წლის მანძილზე უნდა იხადოს ოჯახმა, რა ჰქვია ამას, მეგობრებო? პასუხი თქვენთვის მომინდია. მინდა ყველა ჩემი "შეკვეთილი მხარდამჭერი" გავაფრთხილო, აბსოლუტურად ყველა ლეგიტიმურ საშუალებას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი უფლებები დავიცვა!“,- წერს მათიკაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner