logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: თქვენ ჩვენს ქვეყანაში მზიანი ღამე დააბრუნეთ, ქრისტეს მადლი შემოიტანეთ...
- +

4 იანვარი. 2019. 16:46

 

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

 

„უწმინდესო, გილოცავთ დაბადების დღეს!

თქვენი ღვაწლის აღწერასა და გადმოცემას აქ, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებ, მე უბრალოდ მინდა, მორიდებული მადლობა გადაგიხადოთ და ბოდიში მოგიხადოთ. უწმინდესო, ცხადია, რომ თქვენში დავანებული სიყვარული ის უდიდესი ძალაა -მტერსა და მოყვარეს ერთნაირად, რომ უსურვებს სულიერსა და ფიზიკურ სიმრთელეს, მაგრამ ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის, თქვენი შეურაცხყოფა, ცილისწამება, უამრავი ქილიკი და ირონია, ის საქციელია, ზნეობასა და მორალს რომ ართმევს ქართველობას, არა მარტო ქართველობას, ზოგადად, ადამიანობას და ბოდიში, რომ ჩვენში ასეთი ადამიანები არსებობენ. მადლობა იმ ღვაწლისთვის, სულიერი მხნეობისთვის, საოცარი დათმენისთვის, უდიდესი სიბრძნისთვის - ქვეყნის სამსახურში, რომ ჩააყენეთ. თქვენი ქადაგება, ყოველი სიტყვა ისეთი სიღრმისაა და ემოციის, რომ მხოლოდ სულიერად ბრმა და ყრუ თუ გაიხდის კრიტიკის საგნად.  

იცოცხლეთ, პატრიარქო, ფიზიკურ მხნეობას გისურვებთ, მერწმუნეთ, ქართველ (არა მარტო) ერში ბევრად მეტია თქვენი მოსიყვარულე, დამფასებელი, მოიმედე. თქვენ ხომ ჩვენს ქვეყანაში მზიანი ღამე დააბრუნეთ, ქრისტეს მადლი შემოიტანეთ, ის სულიერი მისია იკისრეთ, სულიერად უდაბნოდ ქცეული ქვეყნის აშენება რომ შეძლო, ის სინერგია გვაგრძნობინეთ, თითოეულ ადამიანს სასოწარკვეთის ჟამს იმედს რომ დაანახვებს. მადლობა ამისთვის, დღეგრძელობას გისურვებთ თქვენ და ქართველთ კი - უმადურების მადლიერებით შეცვლის უნარს“, - წერს ოქიტაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×