logo_geo
eng_logo
მამა პეტრე კოლხი: შობამ სხვანაირი სიხარული იცის...
- +

6 იანვარი. 2019. 23:11

 

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შობამ სხვანაირი სიხარული იცის. ის არ ჰგავს არავის, არაფერს... თავისთავადია, თბილია, ძალიან თბილი და მშობლიური... ახლადშობილი, ყრმა ღმერთი, თავის მხურვალე თითებს სულში გიფათურებს... თვითონ პატარა გგონია, მაგრამ ვითომ დიდებს გვასწავლის, გვარიგებს, გვინერგავს სიყვარულს, ურთიერთობებს, ერთგულებას... ის ბოლო იმედს ჰგავს, რომელიც არ გღალატობს...

 

შობის ღამეს, იმ ბაგაში ჩვენც ვიბადებით... ნეტავ მართლა დავიბადოთ... ჩვენში ბავშვობა შევინარჩუნოთ...

 

ღმერთმა დაბადების წამიდან იზრუნა ჩვენზე...

 

ჰო, ქრისტიანობა ერთმანეთზე ზრუნვაა!..

 

სვეტიცხოვლიდან გილოცავთ ჩვენი ღმერთის, იესო ქრისტეს დაბადებას!..“ - წერს მამა პეტრე კოლხი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×