logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: სასწრაფოდ გამოიძიეთ! ალადაშვილის კლინიკამ პაციენტი სასიკვდილოდ გაწირა!
- +

8 იანვარი. 2019. 12:30

 

„სასწრაფოდ გამოიძიეთ! ალ. ალადაშვილის კლინიკამ პაციენტი სასიკვდილოდ გაწირა!“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი გიგაური და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გუშინ, შუაღამისას, facebook-მომხმარებელმა ლუკა ფეიქრიშვილმა სიტყვა-სიტყვით ეს დაწერა:

 

„არ მიკერავენ ხელს, არ მეხმარებიან, 50 ლარამდე ყოფილა გადასახდელი. ქუჩაში აღმოვჩნდი მხოლოდ იმის გამო, რომ ამ წამს არ მედო ფული, უბრალოდ ამ წამს არ მედო, მხოლოდ ბინტი მაქვს გადახვეული და გახსნილი ჭრილობით გარეთ გამომიშვეს.

 

შეიძლება დავრეკო და ბევრი 50 ლარი ვიშოვო, ან სახლში ავიდე და ავიღო, მაგრამ საქმე ხომ იცით რაშია, მადლობა ალადაშვილის საავადმყოფოს, მადლობა ყველა საავადმყოფოს, ვისაც გაინტერესებთ სადღაც ნინოშვილზე ვარ და თუ რამე მომივიდა ამ სისხლის მსმელებს მოკითხეთ, უბრალოდ ბევრი სისხლი დავკარგე და ცოტა სუსტად ვარ“.

 

ეს საკითხი შესასწავლია სასწრაფოდ!

ჩემი აზრით, დამნაშავე ექიმებს დაუყოვნებლივ ლიცენზია უნდა შეუჩერდეთ, კლინიკას კი, რომელმაც საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს, უკანასკნელი გაფრთხილება მიეცეს!“ - წერს გიგაური.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×