logo_geo
eng_logo
ბიძინა გუჯაბიძე: ცვლილებების დროა!
- +

8 იანვარი. 2019. 21:53

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ჩემო მეგობრებო, რაღაც ორიგინალური მოლოცვის ტექსტი მინდოდა დამედო, მარა მანამდე, მაინც ასე, ტრადიციულად გეტყვით:

გილოცავთ ახალი წლის დადგომას! ამ წელს, თქვენთვის, მოეტანოს კეთილდღეობა და წარმატებები, ბედნიერები ყოფილიყავით, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!..

ახლა კი ძირითადზე, ფამილარობისა და ყოველგვარი ემოციის გარეშე: 2012 წლიდან, დღემდე, გავიარეთ ურთულესი პერიოდი... ვისურვებდი, ჩვენს შეცდომებზე ახლა მაინც გვესწავლოს ჭკუა, ჩვენ - ჩვეულებრივ (არაჩინოსან) მოქალაქეებს და ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

გაცვეთილი ფრაზაა, მარა მაინც უნდა ვთქვა: ცვლილებების დროა (აზროვნებაში და ქმედებებში) და, უმოქმედობას, თანამედროვე ცხოვრების ლოგიკა არ გვაპატიებს... რასაც ახლა ვწერ, ეს არაა საპროგრამო სიტყვა (ამისთვის საკმაო რესურსი - მონაცემები და კვალიფიციური ანალიზი, ჯერჯერობით, არ მაქვს), ეს ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის უბრალო, მაგრამ გულწრფელი სურვილებია. ის, რომ ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა, ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალიაწინებით, უმოკლეს დროში, კვალიფიციურ და ალბათ, შეძლებისდაგვარად (დროის მცირე მონაკვეთის გათვალისწინებით), მეცნიერულ შესწავლას და შესაბამის დასკვნებს მოითხოვს, ყველასთვის ნათელია... გისურვებთ, რომ ხელისუფლებას და მასთან მჭიდროდ დაახლოებულ წრეებს (ასევე ოპოზიციას), შესაბამისი დასკვნები გამოგეტანოთ - საკუთარი შეცდომები გეღიარებინოთ და თითის გაშვერის პოლიტიკა დაგესრულებინოთ, თუ საჭირო გახდება, პასუხისმგებლობის აღიარებასთან ერთად, ამ დროისთვის (მდგომარეობისთვის),შესაბამისი და აუცილებელი ნაბიჯები გადაგედგათ; პირველ რიგში მხედველობაში მაქვს, ხელისუფლებაში მყოფი ძალის ქმედებები - საპარლამენტო და სამთავრობო კორპუსის განახლება, სამართლიანობის აღდგენისთვის რადიკალური ქმედებები, ან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მთავრობაში რადიკალური ცვლილებები (თუნდაც მთავრობის გადადგომა და ა შ !)

ამ კეთილ (ჩემი აზრით) სურვილებთან ერთად მივმართავ ოპოზიციას (ნაცევრო,და სხვები):

 

  1. თუ თქვენი თავი, ამ ქვეყნის სრუფლებიან მოქალაქეებად მიგაჩნიათ, აღიარეთ თქვენ თქვენი პოლიტიკური ძალის მარცხი, შეეგუეთ საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენს სრულ ფიასკოს და მოქმედება დაიწყეთ ახალი, სუფთა ფურცლიდან - თუ ეს შესაძლებელია... და, თუ გეყოფათ ამისთვის საჭირო მორალური და პოლიტიკური რესურსი, იმოქმედეთ ქვეყნისთვის აუცილებელი და საჭირო, თუნდაც თქვენთვის წამგებიანი ნაბიჯების გათვალისწინებით... ეს ჭირდება ქვეყანას, სამშობლოს, რომელიც, გვინდა თუ არა, მაინც ერთი გვაქვს.

 

  1. ამ ქვეყნის (სახელმწიფოს) განვითარება, მისი მომავალი, ჩვენს (გარკვეულწილად, თქვენთან ერთად) ხელშია... დროა, ყველამ საკუთარი დასკვნები დავაკეთოთ და ჩვენი ქვეყნის წინაშე პირნათლები ვიყოთ.

 

  1. შეხედეთ რეალობას თვალებში - თქვენს ფსევდო პროტესტს, უფრო სწორად რევანშისტული მოტივებიდან გამომდინარე ქმედებებს, არავითარი ობიექტური საფუძელი არ გააჩნია და, ბუნებრივია, შექმნილი ვითარების გამძაფრებისკენ მიმართული თქვენი ყველა ცრუ პროპაგანდისტული ("რ 2" და სხვა) მცდელობა, კრახისთვისაა განწირული.

 

ასე რომ, თუ მართლა გულწრფელად გიყვართ ჩვენი სამშობლო, ვალდებული ხართ აღიაროთ რეალობა, შეეგუოთ მარცხს, იმედგაცრუებას და საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილთან ერთად, რომელმაც არაერთ არჩევნებში დაადასტურა ხელისუფლებაში თქვენი დაბრუნების უპერსპექტივობა და თქვენს მხარდამჭერებთან ერთად იფიქროთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე...

 

ყველას ერთად კი, კიდევ ერთხელ, გილოცავთ ახალი, 2019 წლის დადგომას და გისურვებთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის უანგარო მსახურებას! გფარავდეთ უფალი ამ კეთილშობილურ საქმეში!“ - წერს ბიძინა გუჯაბიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×