logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: მალე გავხდებით მოწმენი კიდევ ერთი მასიური საბანკო ამნისტიისა...
- +

10 იანვარი. 2019. 00:58

 

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

“… დღეს ერთ-ერთი ბანკისგან გაჟღერდა- 2008 წლის ომის შემდეგ არაერთი კრედიტის ჩამოწერა მოხდა და რა ნახეთ ამ 16 მილიონიან კრედიტის ჩამოწერაში საგანგაშოვო?!

 

სავარაუდოდ, საქმე ეხება საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ 2008 წლის ომის შემდგომ ორგანიზებულ დონორთა კონფერენციის მიერ საქართველოსთვის შეგროვებულ და გადმოცემულ 4 მილიარდი ( ზოგიერთი წყაროს მიხედვით 5 მილიარდი) დოლარის ათვისებას;

 

რამოდენიმე წყაროს მიერ მაშინვე გაჟღერდა, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი დონორებმა გამოყვეს მოსახლეობის მიერ სამომხმარებლო და სხვა , ბიზნეს-კრედიტების ჩათვლით – აღებული საბანკო ვალდებულებების გასასტუმრებლად , რომელიც ომისგან ტოტალურად დაზარალებული ქვეყნის მოსახლეობის გადახდისუუნაროობის დადასტურება იყო.

 

ანუ, ბანკებმა მიიღეს ომამდე გაცემული სამომხმარებლო და ბიზნეს=კრედიტების კომპენსაცია და სამაგიეროდ, მათ მოსახლეობა (კრედიტორები) უნდა გაეთავისუფლებინათ ამ ტვირთისგან საბანკო ბალანსებიდან ამ თანხების ჩამოწერის გზით!

 

თუმცა, ეს “გამოჟონილი ინფორმაცია” მაშინ სწარაფადვე “გაიწმინდა” მასმედიადან და ბანკებმა ჩვეულებრივ გააგრძელეს საბანკო დავალიანებების მოთხოვნა მოსახლეობიდან!!!

 

მეტს აღარ გავაგრძელებ თქვენი ტვინის ხვეულების შეწუხებას:

 

– თუ სწორად მივაგენი “ამოსახვევი ძაფის გორგალს” და მის საწყის წვერს – მალე გავხდებით მოწმენი კიდევ ერთი მასიური საბანკო ამნისტიისა , ამჯერად 2008 წლის ომამდე აღებული სამომხმარებლო და ბიზნეს-სესხების განულების სახით, რომელშიც ამჯერად უკვე მეც მოვყვები-დიდი ალბათობით!” – წერს ყარაულაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×