logo_geo
eng_logo
გია მურღულია: ჩვენი ცხოვრების ერთი უაზრო წამიც კი არ არსებობს - ყველა მათგანი შესაძლებლობაა
- +

11 იანვარი. 2019. 00:17

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

დღეს 8 იანვარია. დიდი არაფერი - ჩვენი ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღეა. კი მაგრამ რა არისერთი ჩვეულებრივი დღე?“ რა არის და, გათენდა, ბევრი არაფრის გარეშე ჩაივლის, დაღამდება და მოკვდება. რაიმე განსაკუთრებული არ მოხდება. ისევე დაგვავიწყდება, როგორც უამრავი სხვა დღე - არაფრით დასამახსოვრებელი. ეს ხომ უბრალოდ თოკია - ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეებს შორის სიცოცხლის ნიშნად გაბმული. სანამ რაღაც მოხდება, რომ არ მოვკვდეთ დაიქამდემივაღწიოთ.

 

სისულელეა!

 

ჩვეულებრივიდღეები არ არსებობს - ყველა არაჩვეულებრივია.

 

ჩვეულებრივი დღეები არაჩვეულებრივებზე ორსულობაა.

 

ასეთი დღეები ამზადებენ იმათ, ბედნიერ დღეებს რომ ვუწოდებთ.

 

ჩვენი ცხოვრების ერთი უაზრო წამიც კი არ არსებობს - ყველა მათგანი შესაძლებლობაა.

 

არც ერთი გაელვება არ არის ისეთი, რომელსაც ღმერთის სუნთქვა არ მოაქვს.

 

8 იანვარს გილოცავთ - ჩვენი ცხოვრების არაჩვეულებრივ დღეს!“ , - წერს მურღულია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner