logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ მხარეები დროებით უნდა დააშოშმინოს
- +

11 იანვარი. 2019. 13:56

 

პოლიტიკის დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება პარტიაში მიმდინარე პროცესებსა და მოსამართლეთა საკითხზე, პრინციპში, დაემთხვა ჩემს შეფასებას, რომ მას აქვს ლავირების ძალიან კარგი უნარი, რაც ბევრ პოლიტიკოსს აკლია.

 

მან, სიტუაციის შეფასების შემდეგ, საზოგადოებას აგრძნობინა, რომ არ აპირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების „ხელების ამოგრეხის“ მეთოდებით გატანას, არამედ ეცდება, მოძებნოს კომპრომისული, ანუ „win-win“ გადაწყვეტა.

 

წესით, ამ განცხადებამ მხარეები დროებით უნდა დააშოშმინოს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×