logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: დარწმუნებული ვარ შემდეგში, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი 10-კაციანი სია არ გავა
- +

12 იანვარი. 2019. 14:14

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებენ კანდიდატურებზე. აღნიშნულის შესახებ თამარ ჩუგოშვილი  facebook-ის გვერდზე წერს.

 

„მე არ ვიცი, საბჭოს რა გონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა! მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ“, - წერს თამარ ჩუგოშვილი.

როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

„უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე. წარდგენილია - 10. ბუნებრივია, რომ ეს წარმოდგენილი 10 კანდიდატურა არაა საკმარისი. კიდევ იქნება. რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს კანდიდატურები, ეს საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია ასე იქნება“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×