logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე დარგის სპეციალისტებს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებისკენ მოუწოდებს
- +

12 იანვარი. 2019. 14:18

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძისთვის მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მისაღებია.

 

სალუქვაძე დარგის სპეციალისტებს კრიტერიუმების დროულად შემუშავებისკენ მოუწოდებს.

 

„შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები იქნება წარმოდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა“, - ჩემთვის ეს მიდგომა მისაღებია, ვფიქრობ საზოგადოებისთვისაც.

 

ანუ, ახალი კრიტერიუმებით, რომლებსაც შეიმუშავებენ, ზოგი კანდიდატი (უვადოდ დასანიშნი მოსამართლე) ან გაივლის ან ვერ გაივლის, ინდივიდუალურად და არა სიით.

დაველიდოთ.

 

როგორც გუშინ დავწერე, ვინც ამ დარგის სპეციალისტები ხართ, შეიმუშავეთ დროულად კრიტერიუმები და მიაწოდეთ პარლამენტს და სამუშაო ჯგუფს", - ნათქვამია ამირან სალუქვაძის მიერ გავრცელებულ პოსტში.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი - ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს უკუქცევითი ძალის მქონე ორგანული კანონი დაადგენს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner