logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია „ევროპულ საქართველოზე“: მაგათ ევროპასთან რა საერთო აქვთ ან საერთოდ საქართველოსთან?!
- +

12 იანვარი. 2019. 20:40

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს:

 

„საინტერესოა „ნაცებმა“ თუ დააბრუნეს? ან „ევროპულმა საქართველომ“? ისე მაგათ ევროპასთან რა საერთო აქვთ ან საერთოდ საქართველოსთან?!“ - წერს შონია.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაფარა საარჩევნო კამპანიისთვის ბანკ „ქართუდან“ აღებული მილიონი ლარის სესხი. სესხის გადახდამდე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო მილიონი ლარის დაფინანსება. ამდენივე მიიღეს პარტიებმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ,“ რომელთა პრეზიდენტობის კანდიდატებმა, გრიგოლ ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ ხმების 10%-ზე მეტი მიიღეს. საქართველოს კანონმდებლობით, საარჩევნო კამპანიისთვის გაწეული ხარჯის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან მილიონ ლარს იღებს კანდიდატი, რომელსაც ხმას მისცემს არჩევნებში მონაწილეთა 10%-ზე მეტი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×