logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: უზენაესი სასამართლოს წევრებად ისეთი მოსამართლეები გვინდა, ხინჯს რომ ვერ მოუძებნი ბიოგრაფიაში
- +

15 იანვარი. 2019. 15:43

 

ზაალ ანჯაფარიძე: უზე

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ირონიულად კი გამოდის, მაგრამ იმას, რაც ხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებთან დაკავშირებით, თამამად შეიძლება ვუწოდოთ „მოსამართლეთა საქმე“.

 

ყველას გვაქვს ბუნებრივი და ლოგიკური სურვილი, უზენაესი სასამართლოს წევრებად ვიხილოთ შეუბღალავი რეპუტაციის მოსამართლეები, ხინჯს რომ ვერ მოუძებნი ბიოგრაფიაში. თუმცა, ჩვენთან ხინჯი ხომ ყველას შეიძლება მოუძებნო, სურვილი და შეკვეთა იყოს, თორემ „მოძებნა“ ტექნიკის საქმეა.

 

ნამდვილად მერჩია კანონში ჩადებული ყოფილიყო ისეთი პროცედურები, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა პარლამენტიდან ამ ავადსახსენებელი სიის გაწვევას (იქნებ ახლა იფიქრონ ამაზე). თუმცა, ის, რომ შეჩერდა მოსამართლეთა დამტკიცების პროცესი და საქმიანი განხილვის კალაპოტში გადავიდა, მაინც პოზიტიური შედეგი მგონია და, სხვათა შორის, ამას თავიანთ „შუალედურ გამარჯვებად“ აღიარებენ იუსტიციის საბჭოს „დისიდენტი“ წევრებიც კი და სხვებიც, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ეს შედეგი დამდგარიყო და ნურავინ მიიწერს ექსკლუზიურად საკუთარ თავზე იმ დამსახურებას, რომ სიის განხილვა გადადებულია. მთავარია, რომ ცვლილება, მართალია, მცირე, მაგრამ დადგა.

 

თუმცა, ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურა ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალ დონეზეა, რის გამოც დაბალ დონეზეა კომპრომისების კულტურაც. „win-win“ გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ერთი სეგმენტისთვის ჯერ კიდევ კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ნაცნობი და აპრობირებული ხილია ლამის პათოლოგიაში გადასული მაქსიმალიზმი, მეტოქის დამარცხება-დამარხვა, ორმაგი სტანდარტები, თამაშის შუაგულში საჭადრაკო დაფის ამოყირავება, როდესაც ხვდები, რომ პარტია შეიძლება წააგო და რაც მთავარია, „სისტემა უნდა დაინგრეს“ ლოზუნგი, თანაც ისე, რომ არ გაქვს მოფიქრებული უკეთესი ალტერნატივა.

 

2012 წლებში, როდესაც კოჰაბიტაციის პირველი კონტურები იძერწებოდა, ეს ხალხი ამას მიესალმა და დარწმუნებული ვარ, ერთ ვაი-უშველებელს ატეხდნენ, სასამართლოს მასობრივი წმენდა რომ დაწყებულიყო, ისე როგორც სააკაშვილის დროს მოხდა. იქნებოდა გაუთავებელი საუბრები პოლიტიკურ დევნაზე, შერჩევით სამართალზე და ა.შ.

 

2012-2016 წლებში ტერმინი „მოსამართლეთა კლანი“ საერთოდ გამოყენებაშიც არ იყო. ის ახლაღა შემოვიდა იმპერატივით „კლანი უნდა გავყაროთ“. კითხვაზე: როგორ? მკაფიო პასუხები არ ჩანს. ამ პასუხების მოსაძებნად დაწყებულ პროცესს, შეიძლება ჯერ ბოლომდე გაუმართავს, აპრიორი უნდობლობას უცხადებდე, უკვე ნიშნავს, რომ კონსტრუქტივიზმის ნაცვლად დესტრუქციაზე ხარ ორიენტირებული. არ მოგწონს პროცესი? დადე უკეთესი ალტერნატივა!

 

P.S. ავად თუ კარგად, სასამართლო მძიმედ, მაგრამ მაინც გამოდის პოლიტიკური გავლენებიდან. სასამართლომ „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე გაამართლა“, - წერ ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

ნაესი სასამართლოს წევრებად ისეთი მოსამართლეები გვინდა, ხინჯს რომ ვერ მოუძებნი ბიოგრაფიაში

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×