logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: თუ დღეს ვიგლოვებთ და ხვალ არაფერს გავაკეთებთ, მაშინ ეს ტრაგედია არ დამთავრდება
- +

18 იანვარი. 2019. 11:15

 

„ისეთი დიდი ტრაგედია მოხდა, ყველა სიტყვა უაზრობაა. ვერ იტევს ვერც ერთი სიტყვა ამ ენითაუწერელ უბედურებას“, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი დიდ-დიღომში მომხდარი აფეთქების შესახებ და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა ბევრი ენთუზიასტი და პროფესიონალი გვიხსნის, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა გააკონტროლოს სახელმწიფომ გაზის მიწოდების სისტემა, რა ფორმით უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები და ა.შ. ბევრი რეკომენდაცია წავიკითხე. უმეტესობა სასარგებლოა, მაგრამ დღეს დიდ დიღომში დაღუპულ ადამიანებს ვეღარ გავაცოცხლებთ. ესაა დიდი ტკივილი, დიდი ტრაგედია.

 

ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ სინამდვილეში მთელი თბილისი გაზის ნაღმზე დგას.

 

თუ ამ ფეთქებადსაშიშ ვითარებას სისტემურად, ჭკვიანურად, ძირეულად არ მივუდგებით და მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალებს არ დავუთმობთ ასპარეზს... თუ ორიენტირებული არ ვიქნებით ადამიანების სიცოცხლის დაცვაზე და გაუმაძღრობას, უყურადღებობას, სიბეცეს არ შევწირავთ ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ გამოსავალს ვიპოვით.

 

თუ დღეს ვიგლოვებთ და ხვალ არაფერს გავაკეთებთ, მაშინ ეს ტრაგედია არ დამთავრდება.

 

დასაჭერიც უნდა დაიჭირონ და სისტემაში პროფესიონალების მოზიდვაც უნდა დაიწყონ! დაუშვებელია თამაში ადამიანების სიცოცხლესთან!“ - წერს ინაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×