logo_geo
eng_logo
დათო ლიკლიკაძე: ყველაზე მაგარი ბიჭი მოგვიკვდა ჟურნალისტიკაში
- +

22 იანვარი. 2019. 23:28

 

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მე ის ძალიან მიყვარდა და ასევე ძალიან გამიჭირდება იმ აზრთან შეგუება ,რომ მან სამუდამოდ დაგვტოვა...

 

ყველაზე მაგარი ბიჭი მოგვიკვდა ჟურნალისტიკაში.

 

იშვიათად მინახავს უფრო მეგობრული, უფრო უბრალო, უფრო საყვარელი და უფრო წესიერი...“ , - წერს ლიკლიკაძე.

 

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძე უცხოეთში მეგობრებთან ერთად იყო წასული.

 

ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია „TV პირველის“ წამყვანი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იგი ასევე მუშაობდა "რეპორტიორში", საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×