logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: ალექსანდრე მანველიშვილის არქივი მოდის საქართველოში, ჭეშმარიტად მოდის!
- +

28 იანვარი. 2019. 12:10

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბატონმა გურამ შარაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუმრობისას მითხრა: 3 უნიკალური არქივი დამრჩა ჩამოსატანიო, სამივე აშშ–ში არის დაცული, მათგან ორი განსაკუთრებულიაო: გრიგოლ დიასამიძის, ალექსანდრე მანველიშვილის. ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ეს სურვილი აუსრულებელი დარჩა. გრიგოლ დიასამიძის არქივი 2013 წელს გადმოგვცა მისმა შვილიშვილმა ნინა ვაჩნაძემ, ალექსანდრე მანველიშვილის შთამომავალთა ასავალ–დასავალი 1996 წლიდან საქართველოში უცნობი იყო. როგორც ჩანს, ბატონი ალექსანდრე ბატონი გურამის სტუმრობის შემდეგ სკლეროზით დაავადებულა და შვილებს კოლორადოს შტატში გადაუყვანიათ, 1996 წელს აღესრულა და მის შემდეგ შვილებს ეს არქივი რუდუნებით შეუნახავთ. ჩვენი დიდი მცდელობებით დავადგინეთ მათი სავარაუდო კოორდინატები და სოციალური ქსელების დახმარებით დავუკავშირდით მის ვაჟებს: პოლს და პიტერს. მათ შევხვდით დღეს და არქივი ჩამოგვაქვს მათი სურვილით საქართველოში, ამით სიმბოლურად ორი დიდი საქმის აღსრულება ხდება: 1. ალექსანდრე მანველიშვილის დაბრუნება სამშობლოში და 2. ბატონი გურამის მეორე ოცნების აღსრულება, ბატონო გურამ, ალექსანდრე მანველიშვილის არქივი მოდის საქართველოში, ჭეშმარიტად მოდის!“ - წერს თაქთაქიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner