logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ასეთი ფაკულტეტები უფასოა და თანაც, სახელმწიფო აფინანსებს
- +

4 თებერვალი. 2019. 00:33

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი განათლების სისტემაზე საუბრობს და სოციალურ ქსელში, შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ისევ განათლების სისტემის რეფორმაზე: ერთი გოჯი საქართველოსთვის ამდენი უნივერსიტეტი არ არის საჭირო. ჩვენ ყველა რეგიონსა და რაიონში ჰაერივით გვჭირდება პროფესიული სასწავლებლები. ნორმალური ხელოსანი თუ კალატოზი სანთლითაა საძებარი!

 

მეორე - რატომ ვასწავლით მევენახეობას და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებს თბილისში და არა რეგიონებში?

 

გაიტანეთ დედაქალაქიდან ის ფაკულტეტები, რომლებიც დაკავშირებულია მრეწველობასთან და სოფლის მეურნეობასთან. არ მითხრათ, ასეთი ფაკულტეტები აღარ არსებობსო, არსებობს და თანაც უფასოა, სახელმწიფო აფინანსებს.

 

არ არის აუცილებელი, ყველა "სწავლამოწყურებული" თბილისში ჩამოვიყვანოთ, ბინები ვაქირავებინოთ და მერე აქვე დავაოჯახოთ!“, - წერს  გელა ზედელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×