logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: არაფერს ორიგინალურს არ ვამბობ ახლა, მაგრამ თავი ვალდებულად ჩავთვალე, მეთქვა...
- +

8 თებერვალი. 2019. 12:27

 

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პირველ რიგში ვაცხადებ: მე არ ვეწევი უკვე მეექვსე წელია.

 

მაგრამ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ სიგარეტსა თუ პაპიროსზე ფასის გაზრდა მწეველთა რიცხვს ვერ შეამცირებს!

 

სიგარეტზე აქციზის მომატება (რაც იწვევს ფასის ზრდას) გონივრულ ზღვარზე მეტად გამოიწვევს „შავი ბაზრის“ გააქტიურებას და კონტრაბანდისა და უკანონო ოპერაციების გაზრდას.

 

რასაც ვამბობ - არაერთხელაა დამტკიცებული ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც და ჩვენთანაც.

 

არაფერს ორიგინალურს არ ვამბობ ახლა, მაგრამ თავი ვალდებულად ჩავთვალე, მეთქვა და დამეფიქსირებინა ჩემი მოსაზრება.

 

სულ ესაა“, - წერს მირიან ყარაულაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×