logo_geo
eng_logo
დათო ტურაშვილი: თბილისში ცხოვრება უკვე შეუძლებელია
- +

10 თებერვალი. 2019. 19:41

 

 

მწერალი დათო ტურაშვილი სოციალურ ქსელში, შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„თბილისი ჩემი დაბადების ადგილია. აქ გავიზარდე და ბავშვობაში სულ მიკვირდა, უფროსები რომ სხვა თბილისს მისტიროდნენ ხოლმე და ვერ წარმომედგინა, რომ მეც იგივე დამემართებოდა.

 

სამწუხაროდ, თბილისში ცხოვრება უკვე შეუძლებელია და როგორც კი ვახერხებ, თბილისიდან გავდივარ ხოლმე (თუნდაც რამდენიმე დღით), რათა აუცილებელი ჟანგბადი ჩავისუნთქო. ისიც სამწუხაროა, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მიხვდება, რომ ეს საბჭოური ცენტრალიზაცია შესაცვლელია და მთელი ქართული ენერგია, პოლიტიკურიც, სოციალურიც და კულტურულიც, მთელ საქართველოზე და მთელ საქართველოში, უნდა გადანაწილდეს.

 

თბილისი აღარ არის ქალაქი, მაგრამ სოფელიც ვერ გახდება და მისი ტრაგედიაც ეს არის, თორემ იმას, რაც თბილისია, რასაკვირველია, ჯობია, რომ თბილისი იყოს. თბილისს, მთავარი რაც აკლია, სიყვარულია და ერთხანს, იმდენჯერ და ისეთი ძველი თბილისი მენატრებოდა, რომ წიგნიც კი დავწერე მის ისტორიაზე,

 

თბილისის გადარჩენის ერთადერთი გზა, ყველანაირი მშენებლობის შეჩერება და მათი გადატანაა სხვაგან (კაზინოებთან ერთად, მაგალითად) და ამაზე მნიშვნელოვანია, რომ მერიაში და საკრებულოში მოხვდნენ, თბილისზე მართლა შეყვარებული ადამიანები და ჩვენ საზოგადოებასაც მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეს საკუთარი ქალაქის მიმართ. თორემ დედამიწაზე არ არსებობს სხვა ქალაქი, რომლის სადღეგრძელოც ამდენი ტონა ღვინით აქვთ შესმული, ამდენი ლექსი და სიმღერა აქვთ დაწერილი და იმავდროულად ისე ანადგურებენ“, - წერს დათო ტურაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×