logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: შე ნაძირალა, ახლა გაგახსენდა?!
- +

10 თებერვალი. 2019. 23:40

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„შე ნაძირალა, სად ეგდე შენ როდესაც ჩვენმა მეგობრების ჯგუფმა 2002-2003 წლებში ე.წ. "ელექტრონული კენჭისყრის" სისტემაზე მუშაობა დავიწყეთ და თითქმის მისი 90% შევქმენით კიდევაც!

 

ზუსტად მაგ სისტემის დასანერგად შევიდა ჩვენს მიერ, 2003 წლის აგვისტოში კანონმდებლობაში ცვლილებები და მიღებულ იქნა "ელექტრონული ხელმოწერა"-ს და "ელექტრონული პირადობის მოწმობების" შესახებ კანონები , რომლებიც თქვენი ხუნტის ხელისუფლებაში მისვლისთანავე, 2004 წლის აპრილში პირწმინდად გააუქმეთ და ამოიღეთ კანონმდებლობიდან, რადგან აზრზე არ იყავით, რაში უნდა გამოგეყენებინათ ისინი, ხოლო ვინც იცოდა, ისინი პირწმინდად გაყარეთ სამსახურებიდან, ქვეყნიდან და შენი სიტყვებით -ჩარეცხეთ!

 

შემდეგ კი, როცა უცხოელმა დონორებმა მოგთხოვეს პასუხი, ამ კანონების გაუქმებისთვის, მხოლოდ მაშინ, 2009 წელს ისევ მიიღეთ ეს კანონები და მიანებეთ თავი.

ეხლა გაგახსენდა ხომ?!“, - წერს მირიან ყარაულაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×